რუსეთი ოლიმპიადიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მთავარმა კრებამ გაითვალისწინა სანქციების დეპარტამენტის რეკომენდაცია და რუსეთს 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სხდომა დღეს, 9 დეკემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ერთხმად იქნება მიღებული.

გარდა დიდ ტურნირებზე მონაწილეობისა, მომავალი 4 წლის განმავლობაში რუსეთი ვერცერთ დიდ ტურნირს ვერ უმასპინძლებს. პლუს, რუსი ჩინოვნიკები ვერ დაესწრებიან ოლიმპიურ თამაშებს და რუსული მხარე ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას გა
დაიხდის.

რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ისინი დაშვებული იქნებიან სხვადასხვა თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე.

აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოძიების შედეგებით იყო განპირობებული. გამოძებამ აჩვენა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპორტსმენების ანტიდოპინგური შემოწმების შედეგებს მალავდნენ და აყალბებდნენ.

რუსულ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომავალი 21 დღის განმავლობაში აქვს.


მკითხველის კომენტარები / 23 /
სად არიან ეხლა ის ურწმუნოები, რუსეთის უძლეველობის მითს რომ არიან აყოლილები და ამით უნებურად რუსეთის სასარგებლო განწყობას ქმნიან?:) დაისჯება რუსეთი ყველაფრისთვის, მთავარია ჩვენ არ ჩამოვუშვათ ხელები, და ჩვენი მხრივ ვუმტკიცოთ ყველას რაც ჩვენთან გააკეთეს. თუ ვიძახებთ რომ დიდია და მოგვერევა, სხვას (დასავლეთს) რა მოვთხოვოთ? რუსებო, ეგ ერთი და სხვა მრავალი!
valderrama
09 დეკემბერი 2019 16:36
5
ვალოდია ტი სუკა პადზაბორნაია! :-)
გაბუ
09 დეკემბერი 2019 16:33
8
მეც არ მეგონა სხვათაშორის
დავით
09 დეკემბერი 2019 16:02
4
ერთი ბავშვობის დროინდელი ფრაზა გამახსენდა "დეტეს პალეცი"
pem
09 დეკემბერი 2019 15:56
1
სთხოვს ჩვენი პატრიარქი და იქნებ დაუშვან,როგორ შეიძლება ასეთი უსამართლობა ერთმორწმუნე მოძმე ერია ჩვენთვის....ან იქნებ სოლიდარობის მიზნით ჩვენც ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ სპორტულ ღონისძიებებს,თუ კურთხევა გვექნება :)
z
09 დეკემბერი 2019 15:40
75
Gadaobis xasiatze zar?
Gio
09 დეკემბერი 2019 16:27
6
არ მეგონა თუ ამდენს "გაუბედავდნენ" პუტინის რუსეთს...:)
saba
09 დეკემბერი 2019 15:38
10
მეც არ მეგონა სხვათაშორის და კიდე არ მჯერა ბოლომდე რუსეთს გასაჩივრების უფლება მისცეს
დათო
09 დეკემბერი 2019 16:04
8
ზედგამოჭრილი 'რეკლამაა' პუტინის რუსეთის პიარისთვის რომ 'სულიერების მაგალითია' თანამედროვე 'გაგეიევროპულ' სამყაროში.
გიორგი
09 დეკემბერი 2019 15:31
17
მულტფილმი "კომბლე"-დან:

პროლოგი - "ხელს ვერ გახლებს ჩემო ჭრელა, დათვი-მგელი-ტურა-მელა! აბა ვინმე გაგეკაროს, თავში ჩავცხებ კომბალს ყველას!"
ეპილოგი - "სამართალმა პური ჭამა!"
სიმართლე
09 დეკემბერი 2019 15:28
9

სიახლეები პოპულარული