რუსეთი ოლიმპიადიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მთავარმა კრებამ გაითვალისწინა სანქციების დეპარტამენტის რეკომენდაცია და რუსეთს 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სხდომა დღეს, 9 დეკემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ერთხმად იქნება მიღებული.

გარდა დიდ ტურნირებზე მონაწილეობისა, მომავალი 4 წლის განმავლობაში რუსეთი ვერცერთ დიდ ტურნირს ვერ უმასპინძლებს. პლუს, რუსი ჩინოვნიკები ვერ დაესწრებიან ოლიმპიურ თამაშებს და რუსული მხარე ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას გა
დაიხდის.

რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ისინი დაშვებული იქნებიან სხვადასხვა თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე.

აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოძიების შედეგებით იყო განპირობებული. გამოძებამ აჩვენა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპორტსმენების ანტიდოპინგური შემოწმების შედეგებს მალავდნენ და აყალბებდნენ.

რუსულ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომავალი 21 დღის განმავლობაში აქვს.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ერთი ბავშვობის დროინდელი ფრაზა გამახსენდა "დეტეს პალეცი"
pem
09 დეკემბერი 2019 15:56
1
ზედგამოჭრილი 'რეკლამაა' პუტინის რუსეთის პიარისთვის რომ 'სულიერების მაგალითია' თანამედროვე 'გაგეიევროპულ' სამყაროში.
გიორგი
09 დეკემბერი 2019 15:31
17
ჩვენ კი მესმის გულს ვიფხანთ და რაც რუსეთნა გაუკეთა საქართველოს ყველაფრის ღირსია მაგრამ უძლეველობა აქ არაფერ შუაშია ჩემი აზრით სხვა უფრო დიდი თამაში მიდის რუსეთის და დასავლეთის მიერ.გასაჩივრების უფლება მისცეს და ამ სატანა ვალოდიამ არამგონია ესე ჰაერში დატოვოს ეს საქმე.ესე ამბობდნენ მსოფლიო ჩემპიონატზეც მარა კი ჩაატარა მშვენივრად
თემური
09 დეკემბერი 2019 23:18
5
მეც არ მეგონა სხვათაშორის
დავით
09 დეკემბერი 2019 16:02
4
სიმართლეს გაუმარჯოს ყველგან და ყოველთვის!
MAXSIMUS
10 დეკემბერი 2019 11:35
0
ამ ევროპის ჩემპიონატზე დაუშვეს ჩვეულებრივად ?
ქომაგი
09 დეკემბერი 2019 18:09
1
ხოდა აწი ნახეთ.ცოტა ხანში თითონ თუ არ შეეხვეწებიან რუსეთს
გრიგოლ1408
09 დეკემბერი 2019 20:16
46
ნაციონალების პროვოკაციაა აშკარად,
41
10 დეკემბერი 2019 14:44
2

სიახლეები პოპულარული