მებრძოლმა, გვარად დურაკოვიჩმა, ჩხუბი 8 წამში, დარტყმის მიღების გარეშე წააგო [VIDEO[]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა ადი დურაკოვიჩმა ჩხუბი 8 წამში ისე წააგო, დარტყმაც კი არ მიუღია.

აღნიშნული შემთხვევა ხორვატიაში მოხდა, Fight Nation Championship-ის ტურნირზე. მებრძოლები ოქტაგონზე გამოვიდნენ, მალევე დურაკოვიჩმა ჩხუბი შეწყვიტა და მსაჯს უთხრა, რომ დანებდა.

"მკერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თვალები დამიბნელდა. მსაჯს ვუთხარი, რომ რაღაც მჭირდა. მეტი არაფერი მახსოვს. როცა გამოვფხიზლდი, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი და ისევ დავკარგე გონება. ბოლოს უკვე საავადმყოფოში მოვედი გონს", - თქვა დურაკოვიჩმა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
რაგინდათ გვარს ამართლებს ეს კაცი..ვაა
reali
18:45 19-12-2019
6
ხოოო ისე გამოხედვა კი ჰქონდა იმ მეორეს მკვლელი, კიდევ კარგად გადარჩა :)
grisha
13:36 19-12-2019
1

სიახლეები პოპულარული