აღნიშნული შემთხვევა ხორვატიაში მოხდა, Fight Nation Championship-ის ტურნირზე. მებრძოლები ოქტაგონზე გამოვიდნენ, მალევე დურაკოვიჩმა ჩხუბი შეწყვიტა და მსაჯს უთხრა, რომ დანებდა.
"მკერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თვალები დამიბნელდა. მსაჯს ვუთხარი, რომ რაღაც მჭირდა. მეტი არაფერი მახსოვს. როცა გამოვფხიზლდი, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი და ისევ დავკარგე გონება. ბოლოს უკვე საავადმყოფოში მოვედი გონს", - თქვა დურაკოვიჩმა.