ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა სტალინი ნახევარ მსოფლიოს მართავდა - მოკრივემ სტალინის მგმობელ კომენტატორს უპასუხა

AutoSharing Option
რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა იგორ მეხონცევმა უპასუხა რუს კომენტატორ დმიტრი გუბერნიევს, რომელმაც იოსებ სტალინი გააკრიტიკა.

"წავიკითხე გუბერნიევის სტალინის შესახებ წარმოთქმული სიტყვები - ეს საშინელებაა. საერთოდ, ამას ვინ ამბობს? ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა საქმე სტალინს ეხება, ადამიანს, რომელიც ნახევარ მსოფლიოს მართავდა.

სწორედ სტალინის დამსახურებით ცხოვრობს ეს გუბერნიევი და იფურჩქნება. და ამ დროს, ასეთ რამეებს ამბობს. ადგეს მაშინ და პუტინზეც ილაპარაკოს, ან დღეს ხელისუფლებაში მყოფ სხვა პირზე, რატომ დუმს? დიდი სიამოვნებით ვნახავდი მას სსრკ-ის დროს.

მე პირადად მყავს ნანახი გუბერნიევი. გულწრფელად რომ გითხრათ,
სურათიდან გადმოტანილ მამალს ისე ჰგავს, როგორც სხვა არაფერს. ისე დადის, თავმომწონედ, ასეთი ტიპაჟია ეგ.

როგორ შეუძლია სტალინზე თქვას, მშიშარა იყოო? ამ კაცმა ომი მოიგო. იქნებ ჩემზეც წამოსცდეს რამე, რომ რომელიღაც რაუნდში შემეშინდა?

სტალინის მეასედადაც რომ ღირდეს, დაფიქრდებოდა მაინც იმ ყველაფრის თქმის წინ. გუბერნიევის შემთვევაში კი, საკუთარ თავს უნდა მოუხადოს ბოდიში. შემდეგ სტალინის სულის მოსახსენიებლად სანთელი დაანთოს", - უთხრა 35 წლის მეხონცევმა sports-ის ჟურნალისტს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
საქართველომ ვერ იხეირა, თორემ მე რომ რუსი ვიყო, სტალინის სურათი "ზალაში" მექნებოდა, საპატიო ადგილას.
შეტევა
24 დეკემბერი 2019 21:10
6
ყოჩაღ იგორ მეხონცევ, წარმატებებს გისურვებ სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ვაფასებ საღ აზრს. მადლობა ღმერთს, რომ რუსეთში ხალხი მარტო დმიტრი გუბერნიევის აზრზე არ არიან და სწორად აფასებენ წარსულ ისტორიულ მოვლენებს.
ს 17
24 დეკემბერი 2019 15:31
16
რახან ბევრს მიაღწია ქართველმა კაცმა (ოსური სისხლით მართალია), არ ნიშნავს რომ ამით უნდა ვიამაყოთ - რადგან ბოროტი კაცით ამაყობა არ არის კაი საქმე. თემურლენგითაც ამაყობენ ცენტრალური აზიელები, მაგრამ ვინმე უზბეკმა რომ გაიმარიაჟოს თემურლენგით ჩემს წინ, სახეში ვთხლიშავ. ეგრე იმსახურებს ნებისმიერი ქართველი (ან არაქართველი), რომელიც სტალინის მიერ გამწარებულების წინ იამაყებს სტალინით. რუსეთისთვის მიაღწია იმ კაცმა და რუსი რომ ამაყობს - მესმის. მაგრამ ქართველი რომ ხარ და სტალინით ამაყობ - ან დაკომპლექსებული ხარ, ან 80ს გადაცილებული, ან სულელი. უკაცრავად, მაგრამ ეგრეა
rasa
24 დეკემბერი 2019 20:23
22
სტალინი იკო გენია ეჰ ახლა როგორ ჰირდება ის მსოპლიოს
LEKSO KUTAISI
24 დეკემბერი 2019 15:48
24
გენია არა შაშა კოლა.აბა ბარემ ჩამოთვალე გენიამ რა გააკეთა საქართველოსთვის? არ მითხრა ეხლა ტყვია არ გავარდნილა ომის დროს საქართველოშიო.ამაზე მეტი რა ტყვია უნდა გავარდნილიყო 300.000 კაცი შეეწირა რუსეთისთვის ომს.ამაზე მეტი დაიღუპებოდა აქ რომ ტყვია გავარდნილიყო? არ მითხრა სამშობლოს შეეწირაო ის 300.000 კაციო.სამშობლო თუარი ვიზა რატო გინდა იმ სამშობლოში წასასვლელად? თუ იყო სამშობლო ეხლა მტერი როგორ არი ის ქვეყანა?თუ არა კიდევ სტალინის და რუსეთის რა გვიკვირს,აქ ქუთაისელები წერენ დედაქალაქზე ისეთ რამეს რომ აღარავისი აღარ მიკვირს:არც რუსების,არც აფხაზების,არც ოსების და არც გენია ატალინის
ლ.გიო
24 დეკემბერი 2019 16:58
46
ქუთაისლები რასაც წერენ აქვთ ამის მოტივი თბილისის დინამოს შეგნებულად რომ არ დაეშალა რამდენიმეჯერ რასაც ოდიდგანვე აკეთებდა ყველა წამყვან ფეხბურთელს ართმევდით სსსრ დროიდან და მისი დასუსტების ხარჯზე დინამოს აძლიერებდით თუნდაც სულ ეხლაც ფიფიამ რაც ქნა ეს რომ არ მომხდარიყო ვის რამდენი ტიტული ექნებოდა და ვინ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევდა ევრო ტურნირებზე გნებავთ ადრე და ეხლაც ეგეც საკითხავია, რომ არაფერი ვთქვათ ვინც წინა და დამდეგ საუკუნეში ინტელექტუარი საზოგადო მოღვაწე სპორცმენი კომპოზიტორები რეჟისორები მწერლები გამუსულმანებურ თბილისს ქუთაისი უსხამდა სისხლს და ქართულობას უნარჩუნებდა მარა უმადურები დაუნახავები ხართ, თბილისის გადარჩენით ქუთაისი ზარალდებოდა და განვითარება ფერხდებოდა ქალაქის და ამიტომაც სძულხართ ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობას თქვენი დედაქალაქი ქვეყნის დამაქცევარ შემსრუტავი თავკომბალა რეგიონებზე ზემოდან მაყურებელი სნობო "ტიფლისელებო" და არამარტო ქუთაისში ზოგადად დასავლეთში ვერცერთ ქალაქში ვერ გიტანთ ვერავინ უსამართლობის გამო ბარკალს თქვენ იტოვებთ და რეგიონებისთვის ძველბიც გემეტებათ ყველაფერი თბილისში ხდება და ტარდება თითქოს საქართველოში სხვა ქალაქები არ არსებობს რუსეთიდან და საბერძნეთიდან უფრო მეტ ფულს აგზავნიან ქუთაისში დიასპორა ვიდრე დედაქალაქი უყოფს ქუთაისს წლიურ ბიუჯეტს და გამოდის ზოგი და იძახიან ქუთაისში დედაქალაქი რატომ არ უყვართო, სიძულვილის გამოწვევა არაფერს არ შეუძლია ისე ძლიერ ადამიანში როგორც სარკასტულ უსამართლო დამოკიდებულებას მის მიმართ რომელითაც თბილისი უხვად ასაჩუქრებდა დანარჩენ საქართველოს
Baron
24 დეკემბერი 2019 18:01
33
ბარონ ჩაკეტე, თბილისის დინამო საქართველოს ნაკრები იყო.
1
25 დეკემბერი 2019 00:36
1
ეს ბიჭი მართალია,სტალინს ბუზები კი არა არწივებიც ვერაფერს დააკლებს.დიდება დიდ ქართველს ,დიდ სტალინს!
ანთიმოზი
24 დეკემბერი 2019 20:09
18
შენ ძმაკუშ შემთხვევით "კომეხი " ხომ არ ხარ?აი მე ვარ სტალინის მაქებარი.სტალინი უდიდესი ქართველი იყო და ჩვენი ერიც მან იხსნა .ფბილისელობით რომ იწონებ თავს თბილისში ეთნიკური ბალანსი ქარგველთა სასარგებლოდ სწორედ სტალინის დროს შეიცვალა.ალბათ ზუსტად მაგიტომ აგინებ ხო. . .შენნაირებს მეგობარო არასდროს ,ვიმეორებ არასდროს არ აქვთ არგუმენტები. . მეზიზღება და მორჩა. . აი სწორედ ეგააა პროვინციალიზმი.რავი აბა თუ სურვილი გაქ გაგიცნობ და დაგიმგკიცებ რომ სფალინი ძალიან დიდი ქართველი იყო პირველ რიგში. . .არგუმენტებით გესმის და შენგან საპირისპიროსაც მოვისმენ ოღონდ მხოლოდ არგუმწნტებით და ფაქტებით გამყარებულს. . .ეკლესიების ნგრევის და უპრაგონო დახვრეტების ბოდვწბს ნაღდად არა(დღეს ყველაზე ჩამპალი მიგრანიანიც კი ვეღარ ტენის მაგ ნახალკებს)
Napoleoni
25 დეკემბერი 2019 08:58
7
უწიგნური ხარ, ლ.გიო. სხვის ნაპრუტუნებს ნუ იმეორებ. თუ ძალიან გაინტერესებს და წერა-კითხვა შეგიძლია, შედი საჯაროში, არმია კი არ არის, ბიბლიოთეკაა და იქ მაინც გაეცანი, სტალინის დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველების მიმართ. ალბათ ჭკუათხელი ქართველები, საჯაროდანაც არ გააქრობდნენ ამ დოკუმენტაბს და მაგის პარალელურად საჯაროში, რომ იქნები დაფიქრდი და შენს თავს ჰკითხე, შენ რა გააკეთე შენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის. რომ დაბერდები ალბათ იმასაც იტყვი, ივანიშვილი არ ვარგოდა, უმიზეზოდ ფული არ მაჩუქაო.
ლ.გიო-ს!
24 დეკემბერი 2019 20:03
14
დიდება საქართველოს სტალინის მშობელს!
aburjga
24 დეკემბერი 2019 16:42
21
ყოჩაღ რუსო. დიდება დიდ სტალინს!!!!!!!!
დათო
25 დეკემბერი 2019 08:46
4
ჩემი მეზობელი იყო გვარი პოგოსიანი , ზვიადის დროს გვარის გამო აგდებდნენ სამსახურიდან , ამის გამო აიხო ქართული (მეგრული) გვარი კაჭარავა .ძალით ქალი გააქართველეს !
888
24 დეკემბერი 2019 17:11
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული