სკანდალი: ჰალკი ცოლს დაშორდა და მის დისშვილთან გააბა რომანი

AutoSharing Option
ბრაზილიელი ფეხბურთელი ჰალკი, რომელიც ამჟამად ჩინური "შანხაი სიპგის" წევრია, სკანდალში გაეხვა, - იტყობინება უცხოური მედია.

საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი ცოლს დაშორდა და ამჟამად ყოფილის დისშვილს ხვდება.

ჰალკი და ირენ სოუზა 12 წელი იყვნენ დაქორწინებულები და სამი შვილიც ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს აგვისტოში დაშორდა, ხოლო ოქტომბერში ჰალკმა ყოფილი ცოლის დისშვილთან, კამილასთან დაიწყო ურთიერთობა.

ბრაზილიური გამოცემა UOL-ის მიხედვით, ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია თავად დაადასტურა.

"ჰალკმა კამილას მშობლებს და ძმას თავად დაურეკა. მან სიმართლე თქვა და მის ოჯახს ელაპარაკა. მათ ურთიერთობა ოქტომბერში დაიწყეს. ჰალკმა თავად
გამოაქვეყნა ინფორმაცია, რადგან მას დასამალი არაფერი აქვს. მისი პოზიცია ნათელია და მას ჭორების თავიდან აცილება სურს", - ციტირებს გამოცემა ფეხბურთელის წარმომადგენლის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰალკი 2012 წელს "პორტუდან" "ზენიტში" გადავიდა, სადაც 4 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ჩინეთში გადაბარგდა. 2009 წლიდან მან ბრაზილიის ნაკრებში 47 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი რა მოსდევს ბრაზილიური სერიალების ყურებას.
Status quo
15:14 26-12-2019
0
ხულინსკი ვარიანტია , ვინ ვის აჯდება ვერ გაარკვევ
leri
13:47 26-12-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული