საქართველოს დელეგაცია ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა

AutoSharing Option
8 იანვარს საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა.

9-22 იანვარს შვეიცარიის ქალაქი ლოზანა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და მასში სპორტის 16 დისციპლინაში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა) 10 სპორტსმენი იასპარეზებს.

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ოლიმპიური სოფელი (ლოზანა)
1. ალინა ურუშაძე - ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური)
2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
3. ალინა ბუტაევა - ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
4. იულია ლებედევა-ბითაძე - ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
5. მიხეილ კაიგოროდცევი - ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
6. ნოდარ კოზანაშვილი - სამთო თხილამურობა
7. ნინო კურტანიძე - სამთო თხილამურობა
8. ესმირალდა გობოზოვა - ტრამპლინიდან ხტომა
9. ალექსეი მენშიკოვი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
10. სტანისლავ ზახაროვი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
11. დენის სამოხინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
12. ვახტანგ თედიაშვილი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)
13. იბრაგიმ გობოზოვი - მწვრთნელი (ტრამპლინიდან ხტომა)
14. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი

ოლიმპიური სოფელი (სენტ-მორიცი)

15. ლუკა მჭედლიანი - ციგაობა
16. ლაშა მჭედლიანი - ციგაობა
17. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (ციგაობა)
18. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. მამუკა ხაბარელი - სეოკის ვიცე-პრეზიდენტი
2. ემზარ ზენაიშვილი - სეოკის გენერალური მდივანი
3. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული