2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვს ჩემპიონს მიენიჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - "წლის სპორტსმენი". დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 14 სპეციალური პრიზი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა),
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნომინაციაში - 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში, დააჯილდოვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ასევე, მინისტრმა სპეციალური პრიზი გადასცა წლის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც გასულ წელს ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მიხეილ ჩხენკელი: "2019 წლის სპორტული სეზონის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. 1 200-ზე მეტი მედალი საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 6 მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი მეორე ევროპულ თამაშებზე. ჩვენი უმთავრესი გამოწვევა 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებია. სამინისტრო, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული დელეგაცია ტოკიოში ღირსეულად წარდგეს. ჩვენი ხელისუფლების, სამინისტროს, პირადად ჩემი სახელით კვლავაც თანადგომასა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სპორტულ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმიანობაში."

18 იანვარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 14 სპეციალური პრიზი.

2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვეს 1 200-ზე მეტი მედალი. პირველად ისტორიაში (საბჭოთა კავშირისა და დამოუკიდებლობის პერიოდის ჩათვლით) გვყავს 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების წამყვანები იყვნენ: ელენე კალანდაძე და გიორგი ჭანიშვილი. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცა.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)
3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)
5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით - ჭიდაობის ფედერაცია
6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)
8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე
10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი
11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო); ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა); ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

სპეციალური პრიზები გადაეცათ:

1. 2019 წლის აღმოჩენა - ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე - ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობის წყვილი
2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის - "არქი ჯგუფი"
3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში - საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის - კალათბურთის ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის - "კაჭრეთი ამბასადორი"; "თბილისი ჰილსი"
6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში
7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი - ნონა გაფრინდაშვილი
8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე - თათია დარსაველიძე
9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი - გიორგი შერმადინი
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

მომზადებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან საგინაშვილმა რა დაგიშავათ, თქვე კაი ხალხო, 7 გზის მსოფლიო ჩემპიონია... წარმატებები ყველას
0
ლევან საგინაშვილი სად არის თქვე არასწორებო
geno
08:55 19-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული