კონორის მეტოქე დონალდ სერონე, მეტსახელად "ქოუბოი" იყო, რომელმაც ირლანდიელს ვერანაირი წინააღმდგეგობა ვერ გაუწია, თავდაცვაც ვერ შეძლო და პირველივე რაუნდში დამარცხდა.
ეს ბრძოლა მაკგრეგორისთვის ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ პირველი იყო და დაბრუნება მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდა. გარდა სპორტული მიღწევისა, კონორი, თავისივე მტკიცებით, ამ მატჩისაგან 70 მილიონ ევროს მიიღებს, რაც UFC-ის რეკორდია.
"თავმდაბალმა" ირლანდიელმა ჩხუბის დასრულების შემდეგ პუბლიკას მიმართა და თქვა, რომ "მეფე დაბრუნდა!"
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ