18 და 19 იანვარს თბილისის ნარდის ფედერაციის ორგანიზებით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით თბილისის ღია საახალწლი ტურნირი გაიმართა სპორტული ნარდის 2 სახეობაში: ძირითადი ტურნირი და ტურნირი ქალთა შორის.
საახალწლო ძირითადი ტურნირის გამარჯვებული რომან გვენეტაძე გახდა, მეორე ადგილზე რევაზ ცხოვრებაშვილი გავიდა, მე-3 ადგილი კი ედუარდ ნაზირიანმა დაიკავა.
ქალთა შორის თბილისის საახალწლო ტურნირის გამარჯვებული თამარ ფულარიაა, მე-2 ადგილზე ანა წიკლაური გავიდა, ეკატერინე ძანძავამ მე-3 ადგილი დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თბილისის ნარდის ფედერაცისს პრეზიდენტმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვეს.
აქვე გეტყვით, რომ ახლოვდება 2020 წლის საქართველოს ჩემპიონატის დასაწყისი. საქართველოს ჩემპიონატი პირველი ტურით 1 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ფედერაციის ოფისში.
სრული ინფორმაცია - www. geonardi.com. საკონტაქტო: 598808807