UFC-ის პრეზიდენტმა ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის რემატჩის შესაძლო პერიოდი დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა დაახლოებითი თარიღი დაასახელა თუ როდის შეეძლებათ მსუბუქი წონის ჩემპიონს ჰაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს განმეორებითი შეხვედრის ჩატარება.

- რა ელოდება კონორს მომავალში?
- ჰაბიბი და ტონი ფერგიუსონი ბრუკლინში ჩხუბებენ. კონორი სავარაუდოდ მათ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ახლა კონორი ამბობს, რომ არ სურს ლოდინი, თუმცა მე არ ვიცი სხვა ბრძოლა, რომელსაც მისთვის რაიმე მნიშვნელობა ექნება.

- რამდენი ხანი უნდა იცადონ მებრძოლებმა? ჰაბიბს რელიგიური ვალდებულებების შესრულება უწევს. მანამდე კი ბრძოლა აქვს.
- დიახ, რამადანი ეგრევე იწყება ფერგიუსონთან ბრძოლის შემდეგ. ჰაბიბი დაელოდება
მის დასრულებას, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ შემოდგომას: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Galaxavs konori chemi azrit, radgan exla icis misi realuri zala da sheafasebs scorad
Milani
13:02 01-02-2020
7

სიახლეები პოპულარული