რუსი პოლიტექნიკური ჟურნალისტი ოლეგ კაშინი UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს აკრიტიკებს და ქვეყანაში შერეული ორთაბრძოლების აკრძალვას ითხოვს.
"ჩვენ ბევრი ეროვნული გმირი გვყავს, პილოტები, ოლიმპიელი სპორტსმენები, ხაბიბ ნურმაგომედოვი... ხაბიბი აქ, რა თქმა უნდა, ზედმეტია. ხაბიბის ადგილი მის მშობლიურ სოფელშია და არა საერთაშორისო არენაზე. ის არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციას. სიტყვა ხაბიბი საშიში კი არა, სასაცილოა.
ის ამ ხულიგნური ჩხუბებით რუსეთს არცხვენს. მე ისევ მინდა რუსეთი წარმოდგენილი იყოს, როგორც დიდი კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და შემოქმედების ქვეყანა. არ არის მაგარი, როცა ნახევრად ცოცხალი ადამიანები ერთმანეთს
წესების გარეშე სცემენ, სადაც სისხლი და ტვინი ძირს ყრია. მოდი, მოვითხოვოთ ამ სპორტის აკრძალვა", - განაცხადა ოლეგმა комсомольская правда-ს ეთერში.
"ახლა ეს ყველაფერი პირადულია" - მაკგრეგორი ხაბიბზე
ხაბიბის მამა: კონორთან ჩხუბს მხოლოდ ფინანსური მნიშვნელობა აქვს