გვარდიოლა: მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვიყავი, ახლა... - 11 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ბითაძისა და შენგელიას გარეშე, თუმცა დიქსონთან ერთად - ზუროსმა ნაკრების კანდიდატები დაასახელა.

2. თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!

3. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

4. ნიკოლოზ ბასილაშვილი რუბლიოვთან 56 წუთში დამარცხდა.

5. ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა.

6. ბელარუსი ფეხბურთელი: საქართველოს ნაკრები არც გერმანიაა და არც ნიდერლანდები.

7. არაბულის ვერცხლი, წურწუმიას ბრინჯაო, კიდევ ოქროსა და ბრინჯაოს შანსი.

8. უნაი ემერი "ბარსელონასთან" 1:6 წაგებას VAR-ის არარსებობას აბრალებს.

9. The Sun: გვარდიოლას "იუვენტუსში" გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

10. "ბარსას" ექს ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარი ატირებული მოვიდა და დაბრუნებას ითხოვდა.

11. რონალდოს გიგანტურმა ფიგურამ იტალიის კარნავალი დაიპყრო.

12. სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?

13. "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ Football Daily-სთან საუბარში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელობაზე ისაუბრა.

"საუკეთესო მწვრთნელი ვარ? არა, ვიყავი. ისე კი, საერთოდ რას ნიშნავს მსოფლიოში საუკეთესი მწვრთნელი? ნამდვილად არ ვიცი. არასდროს მიგრძვნია თავი საუკეთესოდ, არც მაშინ, როცა "ბარსასთან" ერთად 6 ტიტული ზედიზედ მოვიგე. იმიტომ ვიმარჯვებდი, რომ დიდ კლუბებში ვიყავი და შესანიშნავი ფეხბურთელები მყავდა. არიან საოცარი მწვრთნელები, თუმცა ისინი არც დიდ კლუბებში მუშაობენ და არც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. მომეცით არა ისეთი გუნდი, როგორიც "სიტია" და მე ვეღარ გავიმარჯვებ."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული