"ბარსას" ექს ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარი ატირებული მოვიდა და დაბრუნებას ითხოვდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი მესტრემ Mundo Deportivo-სთან საუბარში ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარზე გააკეთა კომენტარი.

"ემოციებზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც ნეიმარი ასე წავიდა, მას უკან არ დავაბრუნებდი. თუმცა, თუ სპორტულ მხარეს გავითვალისწინებთ, თანახმა ვიქნებოდი.

უკან დაბრუნების შემთხვევაში პატიება უნდა ეთხოვა. უნდა მოსულიყო და ბოდიში მოეხადა იმ უპატივცემულობისთვის, რაც ჩვენ მიმართ გამოხატა. ამის პარალელურად, კარგი ბიჭი უნდა გამხდარიყო, თითქმის იდიალური.

მისი წასვლის შესახებ არავინ იცოდა, რადგან არავის უთხრა. ამბის შეტყობინების ღირსად არავინ ჩააგდო. შემდეგ კი, საკმაოდ მალე, ატირებული მოვიდა და სინანულით აღსავსე დაბრუნებას
ითხოვდა", - განაცხადა მესტრემ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული