მოსყიდვები, ვილები, მილიონები - შვეიცარიის პროკურატურამ პსჟ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრა - 20 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ნერვების მატჩი: საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში გატეხა.

2. "ბორჯღალოსნები": 9 ცვლილება და 2 დებიუტანტი ბელგიასთან.

3. ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს.

4. ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ჩაკვეტაძის 16 წუთი "ოლიმპიკოზე" და "გენტის" მარცხი.

5. შენგელიამ "ჟალგირისს" 12 ქულა ჩაუგდო - "ბასკონია" დამარცხდა.

6. ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: "შახტარმა" "ბენფიკას" სძლია - ხოჭოლავას არ უთამაშია.

7. თბილისის "დინამომ" თორნიკე ახვლედიანს კონტრაქტი გაუფორმა.

8. ოფიციალურად: "ბარსელონამ" დანიელი ფორვარდი შეიძინა.

9. გიორგი ქინქლაძე: "მანჩესტერ სიტის" აკადემიის საქართველოში გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

10.
როჯერ ფედერერმა ოპერაცია გაიკეთა.

11. მეტოქისათვის "იქ" კბენის გამო ფეხბურთელი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

12. შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პსჟ-ის ყატარელი პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის წინააღმდეგ. გამოძიების თქმით, ყატარელი მენეჯერი ფიფას ყოფილ გენმდივან ჟერომ ვალკს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა, მათ შორის, სარდინიაზე ვილაც კი უყიდა. პლუს ამას, ყველაზე დიდმა ყატარულმა სპორტულმა ტელეკომპანია beIN Sports-მა 2018, 2022, 2026 წლების მსოფლიო თასის ტრანსლირების უფლება საეჭვოდ ბევრ ქვეყანაში მოიპოვა. ამას ემატება ისიც, რომ ყოფილი ჩინოვნიკის შვილი პსჟ-ში მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიანაც კარგი, ყველა ფულის ტომარას ეგრე მოუხდება.
შოთი
13:40 21-02-2020
3
ეს კაცი მაგრა აშინებს ბევრს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული