8 მარტის ტურნირი ნარდში [PHOTO]

AutoSharing Option
7 და 8 მარტს, თბილისის ნარდის ფედერაციის ორგანიზებითა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2020 წლის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა სპორტული ნარდის 2 სახეობაში: ძირითადი ტურნირი ქალთა შორის და ტურნირი შერეულ წყვილთა შორის.

ქალთა შორის ტურნირის გამარჯვებული მაია გვენცაძე გახდა. მე-2 ადგილი თამარ ფულარიამ დაიკავა. მე-3 ადგილზე ეკატერინე ძანძავა გავიდა. მე-4 - მარინა პირველი, ხოლ მე-5 ნანა ზაქაიძე იყო.

შერეულ წყვილთა შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ნატალი აბასოვა/ლადო ხარხელაური, მე-2 ადგილი - მარინა პირველი/სიმონ ფანქველაშვილი, მე-3
ადგილი - ნანა ზაქაიძე/რამაზ უკლება.

ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თბილისის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოეს.


სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.geonardi.com

Sportall.Ge

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული