ოლიმპიური ჩემპიონი: ღმერთმა სამყარო რუსეთის ოლიმპიადიდან მოკვეთის გამო დასაჯა

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სვეტლანა ხორკინამ საკუთარი აზრი გამოთქვა ოლიმპიადის გადადებასა და მის მიზეზზე.

"ამ სიტუაციაში, ოლიმპიადის გადატანის გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ზოგიერთი სპორტსმენი თავისი ფორმის პიკში ახლა იყო, თუმცა, რას ვიზამთ, განსაკუთრებული არაფერია, 2021 წლისთვის მომზადება მოგვიწევს.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ არ შეიძლებოდა რუსეთის განაწყენება, მათ შორის, არც ჩვენი სპორტსმენებისა. ტყუილად არაა ჩვენს ჰიმნში ნათქვამი, რომ რუსულ მიწას ღმერთი იცავს. ახლა კი ასეთი სერიოზული და სასიკვდილო დაავადება მთელ მსოფლიოს მოედო, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაადგილებები საჭირო არ
იყო.

მე მიმაჩნია, რომ ეს ღმერთის სასჯელია. რუსეთი კი, როგორც ყოველთვის, ყველას დასახმარებლად მზადაა, რადგან აქ გვესმის, რომ კარგი მიზნისთვის ერთიან ბრძოლაზე უკეთესი არაფერია: მეგობრობისთვის, ბავშვებისა და კარგი ეკონომიკისათვის.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამ გოგოს სულელს და ბრიყვს უწოდებენ. ამ დროს, თვითონ ხომ უსკდებათ თავი!
ასე როგორ გამოათაყვანა ზოგიერთი ახალგაზრდა სოროსულ-ნეოტროცკისტულმა პროპაგანდამ ჩვენში?
shoda
22:17 02-07-2020
3
ეს სულელი,ღმერთის სახელითაც კი სპეკულირებს.ნეტავი ახლა რაღას იტყვის,დაავადებულთა მხრივ,ლიდერებში რომ გადავიდნენ?
სოსო
13:49 02-07-2020
0

სიახლეები პოპულარული