11 ივლისს ნარდის ონლაინტურნირი იწყება

AutoSharing Option

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიოს ნარდის ფედერაციის, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და კომპანია „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, ტარდება პირველი ონლაინტურნირი ნარდში. ტურნირი ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში 11 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება და ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

ტურნირის წესები:

  • მონაწილეობა უფასოა და ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.

  • ტურნირის საპრიზო ფონდი 1500 ლარს შეადგენს და 8 საუკეთესოს შორის განაწილდება.

  • ტურნირის ფორმატი არის Triple Elimination-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირს თამაშობთ მანამ, სანამ

    არ წააგებთ მე-3 მატჩს ან არ მოიგებთ ღონისძიებას.
  • მატჩები გაიმართება ყოველდღე, დღეში ერთი ტური. დაწყების დროა 20:00 საათი.

  • ტურნირი ტარდება ნარდის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ნარდის სათამაშო პლატფორმაზე https://www.backgammongalaxy.com. (2 ძირითადი განსხვავება ქართული ნარდის წესებისგან: 1. საკუთარ კარში მოკვლა და შეფარება დაშვებულია, 2. გადავება მიმდინარეობს პროგრესიით: 2,4,8...)

  • მოთამაშეთა რეგისტრაცია, კენჭისყრა და მატჩების შედეგების დაფიქსირება მოხდება ნარდში საერთაშორისო ტურნირების მოწყობის სისტემით, საიტზე: wmb-tour.bezma.net/. აქვე განთავსებული იქნება სატურნირო ცხრილი და თქვენ შეგეძლებათ მუდმივად თვალი ადევნოთ ტურნირის მიმდინარეობას.

ჩატარებული ტურნირის შესახებ სრული ინფორმაცია და შედეგები განთავსდება საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის საიტზე - http://www.geonardi.com

საკონტაქტო ინფორმაცია რეგისტრაციის მსურველთათვის: ტელ: 598808808, 59880807, 592351010, 598188778. ელფოსტა: gbf.ge@yahoo.com. fasebok: Georgian Sport Backgammon Federation/საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია. (საორგანიზაციო კომიტეტი).




Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული