ნარდის ტურნირი დასრულდა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიოს ნარდის ფედერაციის, ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" და კომპანია "ევროპაბეთის" მხარდაჭერით, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, ნარდში ონლაინტურნირი #BeActive ჩატარდა. ტურნირი ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში 10 ივლისიდან 23 ივლისამდე 76 მონაწილეს შორის დაძაბულ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. ფინალში ერთმანეთს ლევან ქარელი და სოინგულ ამიროვი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება, ანგარიშით 7-5, ლევან ქარელმა მოიპოვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის საპრიზო 12 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი - ლევან ქარელი;
მე-2 ადგილი - სოინგულ ამიროვი;
მე-3 ადგილზე გავიდნენ - კახაბერ
ნაჭყებია და კობა გოგოლაძე;
მე-5 ადგილი - დავით ხიზანიშვილი;
მე-6-მე-7 - ადგილები - დავით ტლაშაძე და კახაბერ კეჭაყმაძე;
მე-8-მე-12 ადგილები - დავით რეხვიაშვილი, ნუგზარ კახეთელიძე, კარენ სარქისიანი, რამაზ უკლება, პაატა ფუტკარაძე.




მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გამარჯვებულებს!!!
აჩიკო
14:40 27-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული