აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს მოწვეულ იქნეს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია. ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი.
სხდომაზე აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის გათვალისწინებით, სეოკ-ის სესიის მომზადების და ჩატარების დროს მაქსიმალური სიზუსტით იქნება დაცული შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები და რჩევები.
სეოკ-ში გამართულ დღევანდელ სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს და სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს 2020 წლის შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციების შესახებ. აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, პანდემიის პირობებში საერთაშორისო სპორტული და ოლიმპიური კალენდრით გათვალისწინებული შეჯიბრებების დიდი ნაწილის გაუქმების გამო, 2020 წლის სპორტული შედეგების მიხედვით, სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით