ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელიც ამჟამას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა. 

"მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რაც მიმაჩნია, რომ თავისთავად არის გაგრძელება იმ უსამართლო ქმედების, რომელიც წესდებაში ცვლილების შეტანის სახით დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.

ამ ცვლილებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სრულიად უსაფუძვლო მოტივით „დააკანონა“ არჩევნებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის შეზღუდვა და მოახდინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის აკრძალვა.
აღნიშნული თავის დროზე გახდა მიზეზი ჩემი მხრიდან, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის სტატუსის დატოვების.

დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო შორს წავიდა და ამ ორი გადაწყვეტილების ერთობლიობით ფაქტობრივად გაემიჯნა სახელმწიფოსა და შესაბამისად, მმართველი გუნდის ზოგად სპორტულ პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი, რამეთუ ყველანაირი დემოკრატიული პრინციპის დარღვევა იქნება ასეთი სახის, ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ვფიქრობ, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს ეს ფუნქცია და სპორტი ოლიმპიური კომიტეტის გვერდის ავლით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური კომიტეტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე დააფინანსოს. ჩემთვის ამ ყოველივეს აღნიშვნა ორმაგად აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რამეთუ გახლავართ არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების წევრი, არამედ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვფიქრობ სწორედ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები მავანთა მხრიდან აყენებს ჩრდილს ჩვენს ერთიან პოლიტიკას, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, როგორც მინიმუმ, სპორტული პოლიტიკის მმართველ ორგანოებში,"- დაწერა ქევხიშვილმა.

altცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოში აღზრდილი ხაბელოვი 90 წლებში ჩვენი ოკუპანტის რუსეთის ნაკრების სახელით ქართველებს ამარცხებდა.მაგალითად 1894 წლის მსოფლიოზე ჩვენი მოჭიდავე თურმანიძე დაამარცხა.რა დამსახურებისთვის ნიშნავენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტეის თავნჯდომარეთ ამ კაცს.
qarTveli
00:12 17-08-2020
6
2-2 სამსახურში ერთდროულად როგორ ახერხებენ ესენი მუშაობას, იქით კობიაშვილმ ხომ გლდანი და ქართული ფეხბურთი ერთად ააყვავა, კომუნისტების დროიდან მმართველი პარტიის დროშა უნდა გეჭიროს რომ რამეს მიაღწიო
Musenbezi
21:12 16-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული