ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 41 /
აი სწორედ ეს არის მიზეზი , რატომაც არაფერი გვეშველება . ის რომ კალათბურთში არსებულ პრობლემებს იცნობდე , უნდა იარო მაინც და თუ დადიხარ , მაშინ იმის დანახვაც ძალიან მარტივია რა სტანდარტებით თარდება ჩემპიონატები ბავშვებში . ტურნირის ორგანიზატორი , ბურთითაც კი არ უზრუნველყოფს გუნდს თამაშის დროს , ვისაც უკეთესი ბურთი აქვს , იმით თამაშობენ . სამედიცინო პერსონალზე , ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი , ამ დროს მომავალ თაობებზეა საუბარი . აღარ ვლაპარაკობ შეკრებებზე კვების ხარისხზე და კიდევ ბევრ ნიუანსზე , ბასკონიის კემპზე გადაყრილ მილიონებნზე და ხალხზე ვინც იქ სტაჟირება გაიარა , იშვიათი გამონაკლისების გარდა , ნეპოტიზმით რომ მოხდა . კი ბატონო , დახუჭეთ ამ ყველაფერზე თვალები და უახლოეს პერიოდში ითვალეთ მერე წარმატება, 21 საუკუნეში , 17 საუკუნის სტანდარტებსაც რომ ვერ ვიცავთ .
ATP 16
11 სექტემბერი 2020 16:39
0
ნაცებს მოსახლეობის90% ლანძღავს მაგრამ პოლიტიკიდან წასული არავინ მინახიხა ეგ კიარა აქეთ ბლატაობენ თურმე წესიერი კაცი პოლიტიკაში არუნდა იყოს აპა რატო მიდიხართ არჩევნებზე თქვენ ან თქვენი შინაურები ბინძური და უწესო ხალხის ასარჩევად ?.პოლიტიკა ბინძურიაო ვინც ამბობთ.უწესო და ბინძურებს ირჩევ და მერე ჭკუას სხვას არიგებ.ლოგიკაა ნულს ქვემოდ.
zaza
11 სექტემბერი 2020 18:30
14
ერთადერთი გამართლება , რაც შეიძლება სანიკიძის პარლამენტარობას ჰქონდეს , ეს იქნება პოლიტიკური თამაშის წესების ათვისება და კულუარული კავშირები , რაც დაეხმარება , იმ ამყრალებული სტრუქტურის შეცვლაში , რასაც კალათბურთის ფედერაცია ჰქვია . ეს სპორტი დღეს ნაციონალებისა და კრიმინალების ხელშია და სრული განუკითხაობაა , მითუმეტეს ბავშვთა კალათბურთში. ნეპოტიზმით იკარგება უამრავი ნიჭიერი ბავში , სახელითა და გავრებით ნუ ჩამომათვლევინებთ ასაკობრივ ნაკრებებს , ზეპირად ვიცი , ვინ ვისი შვილი და ახლობელია . ასე , რომ ვიქტორ , ნუ გასვრი შენს სახელს და იქნება მიხედო იმას , რაც გიყვარდა და ნუ შეგაშინებს სახელები , სიმართლე უნდა ითქვას , თორემ მერე ამის გამოსწორებას , ათწლეულები აღარ ეყოფა .იმედია გამოაქვეყნებთ .
ATP 16
11 სექტემბერი 2020 13:29
19
მაგ ლოგიკით ყველგან განუკითხაობაა, ვისაც ევალება , ვერ აგვარებს და რაღა ვიქტორ სანიკიძე მოაგვარებს? კობიაშვილმა მოაგვარა ფეხბურთში ჩაწყობილი თამაშების პრობლემა თუ ან აბუსერიძემ - რაგბიში? ეხლა რომ გახდა პრობლემა კლუბების დაფინანსება, მანამდე ულხინდათ? მოჭიდავეებმა ჯერ კურტანიძეს კვერცხები ესროლეს და მერე ქევხიშვილს კარი აუჭედეს. ესენი უბრალოდ გარეგნულ სახეებს წარმოადგენენ, თორემ გადაწყვეტილების მიღებას არავინ დაავალებს. ეგ ხომ თვითონაც კარგად იციან?
????
11 სექტემბერი 2020 14:39
1
სხვათასორის , აღვნიშნე ერთადერთითქო . რაც შეეხება განუკითხაობას , მაგას არა აქვს არც მრწამსი , არც სოციალური მდგომარეობა და არც პოლიტიკური კუთვნილება . კრიმინალია ყველაფერი , კორუფციითად დაწყებული , ყაჩაღობითადა შეიარაღებული ძარცვით დამთავრებული და სანამ ქვეყანაში განათლება არ გახდება პრიორიტეტი , ყველგან იგივე სიტუაცია იქნება . თუმცა განათლებულმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოგაყენოს , თუ ზნეობრივი ნორმები არ დამკვიდრდება . ისე , ამ ყველაფეზე მე და თქვენ კი არა , წესით სპორტული ზურნალისტები უნდა წერდნენ და იძიებდნენ .
ATP 16
11 სექტემბერი 2020 17:40
0
ასანიძე რა შუაშია ამ თემასთან რაც მე დავწერე საერთოდ და კიდო აქეთ მეუბნები ვერ გაიგეო ჯიგარო.მარტივი კითხვა დავსვი პოლიტიკა ბინძურიაო ვინც ამბომბს იმ ბინძურ ხალხს ვინ ირჩევს ხალხი 2მილიონი კაცი მიდის და აძლევს ხმას უწესო ბინძურ პიროვნებას ამაში ლოგიკას ხედავ მე ვერ ვხედავ ოცნებას აგინებენო ეგრე ოპოზიციას ათჯერ მეტს აგინებენ მარა რა არც არაფელი.ზოგადად ცუდის გამკეთებელს მაგინებელი ყოველთვის ყავს პოლიტიკოსი იქნები სპორტცმენი თუ პოვარი.
zaza
12 სექტემბერი 2020 11:50
9
აპა რა კუპონა და ბოკერია არ ჯობია დეპუტატად და თუ სადმე განავალია ზნეობის და წესიერების მაგარი დეფიციტია ჩვენში.
zaza
11 სექტემბერი 2020 17:40
12
გული მეტკინა ძალიან. ეს ბიჭები მართლა სამაგალითო სპორცმენები იყვნენ და პოლიტიკა ქართული რა თქმა უნდა. უბინძურესი საქმეა აუცილებლად გაისვრებიან და გახდებიან ერის საგინებლები აი ვნახავთ . სხვა მთავრობა როცა მოვა დასაცინები იქნებიან თუ დასაჭერები არა. ოცნება ისევე როგორც დანარჩენი ერთი ამყაყებული ჭაობია გაუნათლებლობის ბუდე.
ზურა
11 სექტემბერი 2020 09:01
0
ჩვენგანი ბევრი ვერ მივხვდით რატომ წავიდა ასე მოულოდნელად კაჭი რაგბიდან. მან უარი თქვა 8 ერში თამაშზე და ჩვენ მას მადლობებს ვუხდიდით ჩვენდამი თავგანწირვისათვის. მიამიტები ვყოფილვართ, მას სხვა ზრახვები ქონია. ძალიან მეწყინა მისი დახურდავება. თურმე მართალი ყოფილა, ფულზე ყველაფერი და ყველა იყიდებაო. ამდენი ხალხის სიყვარულს ნეტავ რა ფასი აქვს, რამდენში აპირებს ჩვენს გაყიდვას? მას ხომ ჩვენი სიყვარულით უნდა ხმები მიართვას არქიფოს? ჩემი იმედი არ გქონდეს და არც ჩემი ხმის (კაჭი). შენ ჩემთვის დასრულდი აქ.
G.LA
11 სექტემბერი 2020 10:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული