ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა...

AutoSharing Option
ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან დღეს 11 წელი გავიდა. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვანკუვერში, თამაშების ოფიციალურ გახსნაზე, რამდენიმე საათით ადრე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა...

ნოდარმა ერთ-ერთ მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი ციგიდან გადმოვარდნილი კონსტრუქციას შეეჯახა. 

21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი უბედურების მიზეზად სპორტსმენის გამოუცდელობას ასახელებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და აპროტესტებდნენ მოციგავის ოჯახის წევრები და ახლობლები. საბოლოოდ კი, საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის
გაუმართაობა დასახელდა.

alt"ნოდარმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე" - ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
11 წელი გავიდა,იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ.ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად და საკუთარი დაუდევრობის საკომპენსაციოდ,მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ხელშეკრულება დაუდო საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს,რომ აგვიშენებდა ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობიოს საციგაო ტრასას.11 წელი გავიდა მას შემდეგ და თავიდან თუ კიდევ რაღაცას ამბობდნენ,ამ პროექტის შესახებ,ახლა ყველაფერს ნაცარი აქვს მიყრილი.ჩვენც თვალებში შეგვაყარეს ნაცარი და ნოდარის ხსოვნაც,ნაცარ წაყრილია.არ ვიცი, რა არის მიზეზი,რის სანაცვლოდ მიაჩუმათეს ყველაფერი,ვინ არის ამაში დამანაშავე,მაგრამ ფაქტია,პირობა შესრულებული არ არის და როცა მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი დადებულ პირობას არ ასრულებს,მათი დაუდევრობით დაღუპული ახალგაზრდის მიმართ.რა იმედი უნდა გვქონდეს ოლიმპიზმის იდეების განუხრელი და პატიოსანი შესრულებისა?იგივეს ვიტყოდი,საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიმართაც.თუ ისინი არ გაჩუმდებოდნენ,ვერავინ გაბედავდა პირობის არ შესრულებას.ფაქტია,რომ რაღაცის ფასად გაჩუმდნენ და ეს ფასიც დაფარულია, ჩვენგან.ნათქვამია,ბავშვმა რომ შეგაწუხოს,შენ აკვანი შეაწუხეო.ალბათ დროა,ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტს მოვთხოვოთ პასუხი,ამ მიჩქმალულ ხელშეკრულებაზე.ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად მაინც,უნდა მოვითხოვოთ პირობის შესრულება.
სოსო
14:55 12-02-2021
0
გმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სილი.გაიტეხელი და უშიშარი ადამიანი იუო
დავით
17:24 12-02-2021
0

სიახლეები პოპულარული