"კიბერსპორტსა და კიბერსპორტსმენებს არასერიოზულად უყურებდნენ, მალე ყველაფერი შეიცვლება..."

AutoSharing Option
25-დან 28 თებერვლამდე გაიმართა PMCO-ს ბოლო, ფინალური თამაშები. საბოლოო შედეგებით, ორმა ქართულმა გუნდმა - "ონიქსმა" და "13-ებმა" - მე-10, მე-11 ადგილების დაკავება მოახერხა.

უნდა აღინიშნოს, რომ PMCO არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ტურნირი PUBG MOBILE-ში, სადაც ქართული გუნდების წარმატებული ასპარეზობა საამაყოა, მით უმეტეს, ფინალისტობა.

ბაჩო ქარცივაძე ("ბაჩოს რუმი"), რომელსაც ქართული PUBG MOBILE-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ამ დიდებულ წარმატებას გამოეხმაურა და მცირედი კომენტარიც გააკეთა:

"ვულოცავ ამ ორ ქართულ გუნდს დიდ წარმატებას, რომელიც სხვა კოლექტივებისთვის მისაბაძი უნდა იყოს. პირადად მე,
ძალიან მსურს, მათი მსგავსი შემდგარი, მიზანდასახული და პროფესიონალი გუნდები შედგეს, რომლებშიც მოთამაშეები იმდენად კარგად გაიცნობენ ერთმანეთს, რომ თვალდახუჭულებსაც კი ეცოდინებათ ერთმანეთის შესაძლებლობა. ამ კლანების შრომისმოყვარეობა ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს.

Sportall.Ge

მე მახსოვს, როდესაც 2018 წელს სტრიმები დავიწყე, ნელ-ნელა პატარ-პატარა ტურნირებს ვაკეთებდით და ეს ორი გუნდი ყოველთვის საუკეთესო შედეგით გამოირჩეოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა ბევრი გამორჩეული გუნდებიც, თუმცა ამჟამად "13-ებსა" და "ონიქსებზე" ვსაუბრობთ.

ბიჭები ერთმანეთს მხარში ედგნენ, ტურნირებს იგებდნენ და ამით დიდ გამოცდილებას აგროვებდნენ.

Pubg Mobile-სა და კიბერსპორტს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, უფრო კონკრეტულად, არა ისე, როგორც სპორტს. აქედან გამომდინარე, უმეტესობა პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა. დღეს მე ვცდილობ, ეს თამაში ქართულ სივრცეში იყოს პროფესიონალური კიბერსპორტის ერთ-ერთი განხრა, რაც სამწუხაროდ, საქართველოში კარგად არ არის დანერგილი, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში კიბერსპორტს, როგორც პროფესიას, ისე არ უყურებენ. ამიტომ "13-ები" და "ონიქსები" სხვა გუნდებისთვის მაგალითი უნდა იყვნენ, რადგან ამ თამაშით გუნდებმა საქართველოს სახელი ევროპის მასშტაბით გაიტანეს და ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ დაიცვეს.

იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ ორი კოლექტივის წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით ვხედავ, მაქვს იმის იმედი, რომ ყველა კლანი იმ დონეზე მივა, რა დონეზეც "13-ები" და "ონიქსები" დგანან. ამის გამო მე გავერთიანდი "საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასთან" და მათი დახმარებით მინდა საქართველოში ამ თამაშში გუნდების დონე ისეთ სიმაღლეზე ავწიო, როგორიცაა მსოფლიოს ასპარეზზე. "საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციას" აქვს შესაძლებლობა, რომ ჩამოაყალიბოს კიბერსპორტსმენები და შემდგომში მათ მუდმივად მიეცეთ შესაძლებლობა, იასპარეზონ ტურნირებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქამდე ამ ფედერაციას ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი ჰქონდა, თუმცა კიბერსპორტსმენის კულტურის ჩამოყალიბების სურვილმა ყველა ბარიერი გადალახა და დასახული მიზნისთვის ბრძოლაც დაიწყო. კიბერსპორტსა და კიბერსპორტსმენებს არასერიოზულად უყურებდნენ. მალე ყველაფერი შეიცვლება.

სწორედ ამიტომ მეც, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ევროპის უმაღლეს ტურნირებზე საქართველო არათუ ორით, არამედ ბევრად მეტი გუნდით წარდგეს".

alt"წარმატება მოულოდნელი არასდროსაა..."- მორიგი დიდი ქართული წარმატება ევროსარბიელზე

alt"თუ არ დანებდები, წარმატება გარდაუვალია..." - ქართული გუნდის უდიდესი წარმატება




მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლდა წარმატებები❤️❤️
S1mple
17:11 04-03-2021
0

სიახლეები პოპულარული