საქართველოშიც ცნობილი რუსი კომენტატორი იური როზანოვი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია მისმა კოლეგა მიხაილ მოსაკოვსკიმ გაავრცელა, მალე კი ვასილი უტკინმაც დაადასტურა.
როზანოვი წლების განმავლობაში მუშაობდა საფეხბურთო და ჰოკეის მატჩების რეპორტაჟებზე, 2019 წლის მაისიდან კი ეთერში სიმსივნის გამო გარკვეული პერიოდი აღარ გამოჩენილა. იმავე წლის ბოლოს კი დაბრუნდა და მკურნალობასაც განაგრძობდა.