ამ დროისთვის ეჭვგარეშე იყო ის ფაქტი, რომ ეპიდვითარება მსოფლიოში მოწესრიგდებოდა, თუმცა ოლიმპიური თამაშების 2021 წელს ჩატარება მაინც დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ "ამომავალი მზის" ქვეყანაში პანდემიას თავიდან კარგად უმკლავდებოდნენ, ახლა კი თავს მეოთხე ტალღა და საგანგებო ვითარების გამოცხადება დაატყდათ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 4.4% აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
არაოლიმპიური განწყობა
"როიტერის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იაპონელი ხალხის 70%-მა დააფიქსირა აზრი, რომ ოლიმპიადა ან უნდა გადაიდოს, ან სულაც ჩაიშალოს. ამ აზრის მიუხედავად, IOC-ის ვიცე-პრეზიდენტმა
"დიახ, რა თქმა უნდა".
მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები აღნიშნულ ღონისძიებას ვერ დაესწრებიან, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა მის ჩატარებაზე მაინც თანახმაა. ამრიგად, ათასობით სპორტსმენის იმ ადგილზე ყოფნა, სადაც ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია, რა თქმა უნდა, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. გაიმართება თუ არა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
წყარო: marca