ნარდში საქართველოს 2021 წლის თასის გათამაშება გაიმართა

AutoSharing Option
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, სასტუმრო "ციტრუსში", ნარდში საქართველოს 2021 წლის თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირი საინტერესო და დაძაბული მატჩებით წარიმართა. ფინალში კი ერთმანეთს ემზარ კიკალიშვილი და კახა გოგოლაძე დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ გამარჯვება და საქართველოს თასი 2021 ემზარ კიკალიშვილს ხვდა წილად.

მე-3 საპრიზო ადგილი 2020 წლის თასის მფლობელმა ნარდის ოსტატმა კახაბერ ნაჭყებიამ დაიკავა.

სსნფ-ს გენერალური პარტნიორი და სპონსორია კომპანია "ევროპაბეთი". პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "ციტრუსი".

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნარდის ჩემპიონატის 2021 მორიგი,
მე-6 ტური 12 ივნისს გაიმართება.

geonardi.com

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული