"ეს ქართული კერძი აუცილებლად უნდა მიირთვა" - ტოტი მოსკოვშია და მეუღლესთან ერთად ქართულ რესტორანს ეწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი მეუღლე ილარი ბლაზისთან და მეგობრებთან ერთად მოსკოვში სარეკლამო გადაღებებზე იმყოფება.

ეს ყველაფერი კი ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ "რომას" ყოფილი კაპიტანი რუსეთის დედაქალაქში ქართულ რესტორანს სტუმრობდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლემ გამოაქვეყნა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ილარი ბლაზი ტოტის სხვადასხვა ქართულ კერძს სთავაზობს, თუმცა ფრანჩესკოს კმაყოფილებას ვერ შეამჩნევთ.

"ფრანჩესკო, ეს აუცილებლად უნდა გასინჯო", - ეუბნება ბლახი მეუღლეს ქართულ კერძზე, რაზეც ჩესკო პასუხობს, რომ ჩანგალი ხელიდან არ გაუვარდეს და ის ნამდვილი გიჟია.

ვიდეოში ასევე ჩანს,
რომ სუფრაზე სხვადასხვა ქართული სასმელიცაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭამე ფრანცისკო!
გია პაპა
14:09 02-07-2021
0
სპაგეტი არსად დაგეკარგოს.. ტოტი კი არა სუფთა კუნძია! რა აქვს ამის დასაწუნი ქართულ სამზარეულოს
თუში
10:39 02-07-2021
1

სიახლეები პოპულარული