"მთე­ლი ერი შე­მოგ­ცქე­რით! მჯერა, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მო­ვის­მენთ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს" - ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე გააცილეს

AutoSharing Option
ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური და პარალომპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავა და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ცერემონიაზე ქვეყნის პირველმა პირმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თითოეული ქართველი, რომელიც ოლიმპიადაზე ოქროს მოიპოვებს, 1 მილიონი ლარით დაჯილდოვდება. პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ ამ დი­დე­ბულ დღეს. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია თქვე­ნი გა­ცი­ლე­ბა ტო­კი­ო­ში. გი­ყუ­რებთ რა
თქვენ, კი­დევ ერთხელ ვრწმუნ­დე­ბით ყვე­ლა­ნი, რომ ჩვენ ვართ, მარ­თლაც, ჩემ­პი­ო­ნე­ბის ერი. ვართ პა­ტა­რა ერი, მაგ­რამ გვყავს ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი, სა­სა­ხე­ლო სპორ­ტსმე­ნი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძა­ლი­ან დიდი წყა­ლო­ბა, ერთი მხრივ. მე­ო­რე მხრივ, მინ­და გი­თხრათ, რომ მთე­ლი ერი შე­მოგ­ცქე­რით ახლა თქვენ. მჯე­რა, რომ თქვენ გა­მოხ­ვალთ რა, ჩვე­ნი დრო­შის ქვეშ ტო­კი­ო­ში, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მო­ვის­მენთ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს, ამა­ში ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მინ­და, გი­სურ­ვოთ ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბა, გი­სურ­ვოთ წარ­მა­ტე­ბე­ბი,"- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპორტსმენებს გაწეული ჯაფა აუცილებლად დაუფასდებათ და ის დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადა წარმატებით ჩაივლის.

"ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი დღეს აქ ყოფ­ნა! და ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი, რომ მაც­ვია თქვე­ნი ფორ­მა! იმი­ტომ, რომ მე ვიცი, თუ რას ნიშ­ნავს ეს ფორ­მა, ამის უკან რამ­დე­ნი მუ­შა­ო­ბა, რამ­დე­ნი გამ­ძლე­ო­ბა, ვარ­ჯიშ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი დღე დგას და ეს არის იმ მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ნამ­დვი­ლი სა­წინ­და­რი. გა­ვი­ა­რეთ ძა­ლი­ან რთუ­ლი წელი, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. თქვენ­თვის ალ­ბათ კი­დევ უფრო რთუ­ლი იყო ეს პან­დე­მი­ის წელი, რა­მე­თუ სპორ­ტსმე­ნის­თვის თუ შე­ჯიბ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ას­პა­რე­ზო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არის მძი­მე და ძა­ლი­ან აფერ­ხებს იმ გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ სპორ­ტში და შემ­დე­გი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

თქვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნი­ცა­დეთ, თქვენ ამ ყვე­ლა­ფერს გა­უ­ძე­ლით და დად­გა ოლიმ­პი­ა­დის დღე­ე­ბი. ამის­თვის ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო ელჩო, თქვენს ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ეს გა­მოწ­ვე­ვა. ვი­ცით, ძნე­ლია. ვი­ცით, რომ არ და­ეს­წრე­ბი­ან მა­ყუ­რებ­ლე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ესეც ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც გა­მო­დი­ხარ ცა­რი­ელ სტა­დი­ონ­ზე, მაგ­რამ ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მა­ინც ია­პო­ნი­ას, რომ ეს შეძ­ლო.

ვი­ცით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ეს რამ­დე­ნად რთუ­ლი ამო­ცა­ნა იყო და არის. პან­დე­მი­ის გარ­და ჩვენ გა­ვი­ა­რეთ ასე­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლი წელი და არა მხო­ლოდ წელი, წლე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბის და თქვენ აქაც ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი როლი გაქვთ, რა­მე­თუ სპორ­ტი, ოლიმ­პი­ა­და ეს არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, ერ­თო­ბის და მშვი­დო­ბის სიმ­ბო­ლო და ჩვენ გვჭირ­დე­ბა ეს სიმ­ბო­ლო­ე­ბი, ამ სიმ­ბო­ლო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ჩვენ გვჭირ­დე­ბით თქვენ" - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონია 23 ივლისს, დახურვის კი 8 აგვისტოს გაიმართება. სამწუხაროდ, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს გაუმარჯოს!
საქართველო
10 ივლისი 2021 15:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული