ნიკოლოზ ბასილაშვილი
ოლიმპიადის 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (42) ესპანელ კარბალეს ბაენას (90) დაუპირისპირდა და მარტივად 2 სეტში 6:3 6:2 დაამარცხა. ნიკას თამაში ეჭვს არ ტოვებდა, მისი დარტყმები კი მეტოქისთვის ერთგვარი თავსატეხი გახლდათ.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ის ილუზია გაუჩნდა, რომ "ბასილამ" ძველი ფორმა დაიბრუნა და ძველებურად ანგარისგასაწევი ძალა იქნება. ყველამ კარგად იცის, როდესაც ნიკოლოზს თამაში მისდის
მისი დარტყმების მოგერიება საკმაოდ რთულია, რასაც ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის სიტყვებიც აღნიშნავს:
"ბასილაშვილი ბურთს ძალიან ძლიერად ურტყავს, მე ამის კონტროლს მაშინაც ვერ ვახერხებდი, როდესაც თვითონ ვასრულებდი ძალისმიერ დარტყმებს"
ეს სიტყვები რაფამ 2018 წლის ამერიკის ღია პირველობის შეხვედრის შემდეგ თქვა.
საქართველოს ნაკრების 1-ელ ჩოგანს იტალიელ ლორენცო სონეგოსთან უარყოფითი ბალანსი (0:1) აქვს, თუმცა თუ ბასილაშვილი თავისი სტილის თამაშს თამაშობს ნებისმიერი ოპონენტის დამარცხება შეუძლია, მაგალითად ზვერევი და ფედერერი.
ნიკას ამ ტურნირზე თავისი სიტყვის თქმა ნამდვილად შეუძლია, მთავარია ქართველმა კორტზე საკუთარი თავი იპოვოს.
ლუხუმ ჩხვიმიანი
მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შედეგად ძიუდოისტები დააწყვილეს, ყველამ იცოდა, რომ მეოთხედფინალში მორიგი ქართულ-იაპონური (ჩხვიმიანი - ტაკატო) დაპირისპირება მოხდებოდა. 2018 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის პირისპირ 3 გზის მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ უნდა წარმსდგარიყო. შეხვედრა, რა თქმა უნდა, დაძაბულ ფორმატში წარიმართა, თუმცა დამატებით დროში გამარჯვებული აზიელი ფალავანი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ ოლიმპიური ოქროს სინჯის მედალიც დაისაკუთრა.
რეპეშაჟში კი ქართველი სამხრეთ კორეელ კიმ ვონს დაუპირისპირდა და იმავე დამატებით დროში დამარცხდა. ამრიგად, ყველამ კარგად იცის თუ რა შეუძლია ლუხუმს და როგორი მონდომებულია, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ეს ოლიმპიადა მისთვის ჩაგდებულია, ამავეს მოწმობს მისი ემოციები, როდესაც მიხვდა, რომ მისთვის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა უმედლოდ დასრულდა.
ირაკლი რევიშვილი
ცურვა საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული, სპორტსმენების შესაძლებლობიდან გამომდინარე კი სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ირაკლის ოლიმპიადაზე გასვლა და საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაცურვა" უკვე დიდი შედეგი იყო.
რა დავინახეთ რევიშვილის გამოსვლიდან? რა თქმა უნდა, ის პერსპექტივა, რაც ქართველ სპორტსმენს აქვს, მისი ნიჭი და თავდადება შედეგს ოდესღაც გამოიღებს, ამ ოლიმპიადაზე კი ირაკლიმ მიიღო ის უდიდესი გამოცდილება, რაც ოლიმპიადაზე მოღვაწეობას გულისხმობდა.
ესკერხან მადიევი
მოკრივე ესკერხან მადიევმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლოურენს სოტომაიორ კოლასოს (წარმოშობით კუბიდან), თანაც როგორი გამარჯვება იზეიმა? მსაჯებმა შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტით დაასრულეს, თუმცა ქართველი ფალავნის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეპარვია.
მისი დომინირებითა და აგრესიული შეტევით 2016 წლის ვერცხლისმედალოსანი უშანსოდ დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე
ეს ბიჭი ქართული ფარიკაობის აღმოჩენა არ არის, თუმცა ის, რაც მან გააკეთა ერთიორად დასაფასებელია. სწორედ სანდრომ იმ ემოციებით, გამარჯვების სურვილითა და მონდომებით შეძლო და ქართველ გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი გრძნობა აჩუქა. შეუძლებელია მეოთხედფინალში ო სან უკისთან გამარჯვების შემდეგ სანდროს ყვირილზე გულის ძგერა გაფაციცებით არ დაგწყებოდათ.
მისი ეს გამოსვლა სხვებისთვის მოტივაცია იქნება, რათა ფარიკაობა საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, მისი ნიჭი და მონდომება, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პირველობისკენ სწრაფვა დაანახებს იმ გზას, რა გზაც ლიდერობისთვისაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში აარონ შილადთან დაპირისპირებისას, კერძოდ, 27-ე ქულისას მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც უნგრელ მოწინააღმდეგეს გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით ნაკლები გადაადგმევინა. აქედან გამომდინარე, მისი ასეთი გაუტეხლობა, მისი ასეთი სიმტკიცე დიდ იმედს აჩენს, 1/2 ფინალში განერვიულებული სანდრო მე-3 ადგილისთვის "პოდიუმზე" გამოდის და იმავე შემართებით იბრძვის, რათა ოლიმპიურ მედალს დაეუფლოს.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 25 ივლისს მონაწილეობას მიიღებენ:
09:00 / 12:15 სროლა (10 პისტოლეტი) - ნინო სალუქვაძე - კვალიფიკაცია, ფინალი
11:00 / 19:40 ძიუდო (60 კგ) - ვაჟა მარგველაშვილი - კვალიფიკაციის ფინალი
11:00 / 19:40 ძიუდო (52 კგ) - ტ. ლევიცკა შუკვანი - კვალიფიკაცია, ფინალი
11:50 / 14:00 ძალოსნობა (61 კგ) - შოთა მიშველიძე - B ჯგუფი
11:50 / 14:00 ძალოსნობა (67 კგ) - გოგა ჩხეიძე - B ჯგუფი
12:35 / 19:40 კრივი (75 კგ) - გიორგი ხარაბაძე - 1/32 ფინალი
15:50 -/18:00 ძალოსნობა (61 კგ) - შოთა მიშველიძე - A ჯგუფი
19:50 / 22:00 ძალოსნობა (67 კგ) - გოგა ჩხეიძე - A ჯგუფი
11:00 / 19:40 ძიუდო (60 კგ) - ვაჟა მარგველაშვილი - კვალიფიკაციის ფინალი
11:00 / 19:40 ძიუდო (52 კგ) - ტ. ლევიცკა შუკვანი - კვალიფიკაცია, ფინალი
11:50 / 14:00 ძალოსნობა (61 კგ) - შოთა მიშველიძე - B ჯგუფი
11:50 / 14:00 ძალოსნობა (67 კგ) - გოგა ჩხეიძე - B ჯგუფი
12:35 / 19:40 კრივი (75 კგ) - გიორგი ხარაბაძე - 1/32 ფინალი
15:50 -/18:00 ძალოსნობა (61 კგ) - შოთა მიშველიძე - A ჯგუფი
19:50 / 22:00 ძალოსნობა (67 კგ) - გოგა ჩხეიძე - A ჯგუფი