ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ფინალურ ზონაშია

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 29 ივლისს, 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღის შემდეგ, ნინო სალუქვაძე ფინალში გამსვლელ ზონაშია.

პირველ ნაწილში 44 სპორტსმენი მონაწილეობდა, სალუქვაძე კი 291 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა. ფინალში რვა საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე იასპარეზებს. ასე რომ, ქართველმა ტყვიის მსროლელმა მომდევნო დღეს შედეგი, მინიმუმ, არ უნდა გააუარესოს.

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს და 3-გზის მედალოსანია, მიმდინარე ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური იარაღიდან სროლაში წარუმატებლად ისროლა და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა
ვერ მიიღო.

altსალუქვაძემ წარმატებულად ვერ ისროლა - ქართველის მე-9 ოლიმპიადა

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო სასიქადულო ქ-ნო ნინო!
alexandre
10:32 29-07-2021
0
კარგით რას. რა არ მოგწონთ რითი ხართ უკმაყოფილო 1 ოქრო და ორი ვერცხლი ცუდი შედეგი გგონიათ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის, თუ არ იცით სპორტი და არ გესმით რას აკომენტარებთ, თუარადა შეხედეთ მედლების ცხრილს და ჩვენს ქვევით ქვეყნებს. რაც შეეხება ნინოს, აიღოს ლიცენზია სხვამ და მოხვდეს ოლიმპიადაზე, ვინმე უშლის? თუ გგონიათ ოლიმპიადაზე ქვეყანა აგზავნის ვინმეს, წარმატებები უდიდეს სპორცმენს ქალბატონ ნინოს
დათო
17:46 29-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული