ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე ლაშა გობაძე (87) მერვედფინალში უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან 5:6 დამარცხდა.
იმ შემთხვევაში, თუ ასაკალოვი ფინალში გავა, მაშინ ლაშა ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს, ჯერ დამამშვიდებელს იჭიდავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი - მე-3 ადგილისთვის.
87 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი 4 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რამაზ ზოიძე (67) ნახევარფინალში გავიდა, მისი შეხვედრა კი თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.