ემოციური ვიდეო ოლიმპიური თამაშებიდან: "ისტორია, ჩემო მეგობარო!" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიელმა ჯიანმარკო ტამბერიმ და ატარელმა მუთაზ ბარშიმმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე (1-ელ აგვისტოს) ოქროს მედლის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ ორივე სპორტსმენმა 2.37-მეტრიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა, ხოლო 2.39 (ოლიმპიური რეკორდის) მეტრის - ვერა...

ოფიციალურად, ათლეტებს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მიმართეს და აცნობეს, რომ მათ უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლოთ, თუმცა ბარშიმს უკეთესი იდეა ჰქონდა:

"რას იტყვით ორ ოქროს მედალზე?" - იკითხა ყატარელმა სიმაღლეზე მხტომელმა. აღსანიშნავია, რომ თუ სპორტსმენები დადებით პასუხს მიიღებდნენ, ისინი, რა თქმა უნდა,
თანახმა იყვნენ, რომ უმაღლესი სინჯის მედალი გაეყოთ.

მათდა გასახარად, წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ორივეს გამარჯვებულად გამოცხადება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ორივე სპორტსმენი ამაზე თანახმა იქნებოდა.

სიტყვა შესაძლებლის შემდეგ არც ბარშიმს და არც ჯიანმარკოს არ აინტერესებდათ პაექრობა, თანაც ისინი ხომ 2017 წლიდან მოყოლებული ახლო მეგობრები იყვნენ...

"ისტორია, ჩემო მეგობარო!" - გაისმა მუთაზის მხრიდან.

Sportall.Ge

იტალიელი შოკში ჩავარდა, ერთი წამით ვერ მიხვდა, რა მოხდა, მაგრამ მეორე წამსვე ხელი ჩაურტყა და არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ზედ შეახტა, სიხარულისგან კი ემოციების დამალვა ვერ შეძლო.

"ჩემი 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლით ფაქტი ერთია, რომ ოქროს მედალი დავიმსახურე. მანაც ზუსტად იგივე გააკეთა, ტამბერმაც დაიმსახურა უმაღლესი სინჯის მედალი. ეს ყველაფერი სპორტის მიღმაა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება შეტყობინება, რასაც ჩვენ ახალგაზრდა თაობას გადავცემთ" - განაცხადა ბარშიმმა.

მომზადებულია aljazeera-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი უაზრობაა ასე ძიუდოისტებსაც შეუძლიათ(ან სხვა სახეობას) ფინალსტებს აღარ გვინდა ბრძოლა ორივეს მოგვეცით ოქროო.DDDDDDDDDDDდ
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული