"იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა" - ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭური დააკავეს

AutoSharing Option
ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ჯუდოკა ზვიად გოგოჭური დააკავეს. როგორც NHK News-ი წერს, ზვიად გოგოჭურს ბრალად ედება სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ სასტუმროში მოხდა, სადაც ქართველი პარაძიუდოისტები არიან. იაპონური მედიის ცნობით, გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო მთლიანი ნაკრები კარანტინშია. Japantoday წერს, რომ ზვიად გოგოჭური თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს დერეფანში ხმაურობდა, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ ოთახებში დაბრუნება სთხოვა, რის შემდეგაც ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დაცვის თანამშრომელი იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა. იაპონური მედიის ცნობითვე, მას ნეკნი აქვს
გატეხილი.

როგორც Japantoday წერს, ზვიად გოგოჭურმა პოლიციაში ბრალდება აღიარა და ასევე განმარტა, რომ ინციდენტის დროს თანაგუნდელებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.

ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ტოკიოს თამაშებიდან კი მისი დისკვალიფიკაცია გარდაუვალია. როგორც პარალიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, გოგოჭური, სავარაუდოდ, სახლში გაემგზავრება, თუმცა საქმე შესაძლოა იმან გაართულოს, რომ სასტუმრომაც და დაცვის თანამშრომელმაც ქართველი პარაჯუდოკას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული.

ინფორმაციის წყარო: ძიუდოს დღიურები / Judo Diaries
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა გჭირს? რატომ ვთავხედობთ უცხო ქვეყნებში? შე კაი კაცო, ოლიმპიადაზე მიდიხარ და სვამ? არ გვინდა თავხედი სპორტსმენები არც მათი მედლები!
.....
18 აგვისტო 2021 11:46
1
როგორც ლომი ისე იბრძოდაო.. საწყალი იაპონელი გაქცევას ცდილობდა მარა ვინ გაუშვებდა?
ვინცხას უყვირია, მაგი თუ ადგა ყველას დაგვხოცავს, იაპონიაში ეს კაცი პირველი კარატისტიაო !
... და აბა მითხარით, ჩვენებს სხვა გზა ქონდათ? მართლა კარატისტი რომ ყოფილიყო, მერე სად უნდა გამოეყოთ თავი? მოკლედ გოგოჭურმა გვასახელა, თორემ.
კ ო მ ბ ლ ე
17 აგვისტო 2021 22:25
2
უსინათლო სასტუმროს დაცვას როგორ მოერია?
mmm
17 აგვისტო 2021 15:50
18
ამ სპორტსმენებს იქ ან მწვრთნელი არ გააყოლეს, ან დელეგაციის ხელმძღვანელი? ეს როგორ? ხალხი ოლიმპიურ თამაშებზეა წასული და შეჯიბრებამდე ალკოჰოლს სვავდნენ? მარტო გოგოჭური კი არა, ყველა უნდა გამოყარონ ქვეყნიდან.
ჟორა გაბრიჭიძე
17 აგვისტო 2021 13:24
2
მწვრთნელები და დელეგაციის ხელმძღვანელები ამაზე უკეთესი ხომ არ გგონიათ რამით?
?
18 აგვისტო 2021 09:10
0
არა, კაცოოო!!! არ დაიჯეროთ! ალკოჰოლს კი არა, საკესა სვამდნენ, საკეს!!!
ინკვიზიტორი
17 აგვისტო 2021 12:55
3
სამარცხვინოები,ცოტა კულტურაც რომ ისწავლონ არ აწყენდათ!
უცნობი
17 აგვისტო 2021 09:31
2
მოკლედ ოლიმპიადაზე 2 ძუდოისტი გამოიპარა სასეირნოდ ქუჩაში და დააჯარიმეს ჩვენი ძიუდოს ფედერაცია.
ეხლა კიდევ მორიგი პარაოლიმპიელი ლოთი ძიუდოსტი დააკავეს ცემის ბრალდწბით.
ისმის კითხვა ავარდნილი ხომ არ აქვთ თავში ძიუდოისტებს
Gia
17 აგვისტო 2021 07:20
4
ავარდნილი კი არა, იმდენი რამ შერჩათ, ჩვეულებრივ მოკვდავს ციხეებს ახეხინებდნენ წლების მანძილზე. ძიუდოს ოჯახში მოვაგვარებთო, თითქოს ეს ოჯახი ჩვენი ფულით არ ფინანსდებოდეს. ჩაიდენენ ამაზრზენ საქციელს – მიდის ჩაფარცხვა. აბა, დაგცდეს კრიტიკული სიტყვა, მოდის ხისთავიანებისგან მუქარები, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელებიც აყვებიან და მხარს უჭერენ.
:)
18 აგვისტო 2021 09:09
0
კი!
იოსები იბესოი
17 აგვისტო 2021 12:04
0
ალბათ კოჭლი თემურის მებრძოლ ეგონა
გრიშა
17 აგვისტო 2021 07:05
0
ძალიან კარგი
macbook pro
17 აგვისტო 2021 02:48
0
მთელი წელი დამლაგებლად უნდა ამუშაო ეს იმ სასტუმროში სრულიად უხელფასოდ
რატი
17 აგვისტო 2021 01:40
2

სიახლეები პოპულარული