თინა კანდელაკს "გაზპრომ მედიის" ვიცეპრეზიდენტობა "ჩაახუტეს"

AutoSharing Option
რუსულ ჰოლდინგ "გაზპრომ მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ წარმოშობით ქართველი, რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი დანიშნეს.

იქამდე კანდელაკი "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო.

"უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენი ჰოლდინგის წინაშე, რომელიც უდიდესი კონკურენციის ფონზე მუშაობს, ძალიან ამბიციური გამოწვევები დგას.

გენერალური დირექტორის მხრიდან მიღებული ეს შემოთავაზება "მატჩ ტვ"-ის პროდიუსერობაზე არანაკლებ დიდი გამოწვევა იყო. მთელ ძალისხმევას ჩავდებ, რათა ამოცანები ფრიადზე გადავჭრათ", - თქვა კანდელაკმა.

"გაზპრომ მედია" რუსულ და ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ყველაზე მდიდარი და უხვი რესურსების მქონე მედიაჰოლდინგი გახლავთ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი მმართველი წრეების
მიერ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენება ხოლმე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
საინტერესო რამ არის მამით ბერძენი დედით სომეხი აზროვნებით რუსი …და ქართველად რატომ მოიხსენიებთ ??? ვინმე საამაყო რომ იყოს ან რამე გაეკეთებინა საქართველოსთვის ( გარდა იმისა რომ დაბადებულთა სტატისტიკაში მოხვდა) კიდევ ხომ და ეს არსება მართლაც რომ ქართველი იყოს სირცხვილის გამო უნდა მალავდეთ და თქვენ კი პირიქით აპიარებთ …
მდააა
08 სექტემბერი 2021 19:12
11
მეც ეგ არ მიკვირს. სტალინი ოსი იყო და ქართველობას ტენიან.
....
03 ოქტომბერი 2021 06:14
1
რა უმუშავია.....
!!!
08 სექტემბერი 2021 16:33
3
თფუ.
რუსების მონები მოგვაშორეთ!!
08 სექტემბერი 2021 18:49
8
დაუფასეს ცოტა ხნის წინ გაკეთებული ანტიქართული განცხადებები და პუტინის ერთი ადგილის ლოკვა!
ნათია
08 სექტემბერი 2021 17:08
5
ეტყობა, სარფიანად გასცა. :) და კიდევ, ეს არსება ქართველი არ არის ისევე, როგორც დანარჩენი რუსეთუმეები: კიწი ტოპურია, სასო პავლიაშვილი და ა.შ
რატი
08 სექტემბერი 2021 18:35
13
ავტორ სომხებს რატომ აყენებ შეურაწყოფას, რატო მარტო ქართველი? დედა სომეხი რა არაფერს ნიშნავს? ისე არც ქართველია და არც სომეხი, ისტინი საბჭოთა ადამიანია
***
08 სექტემბერი 2021 15:58
8
რამდენი გადაიკოკლოზინა ? რაც კი უნახავს ჯანში შეარგოს.
ყოჩაღი გოგოა
08 სექტემბერი 2021 17:23
8
სასწაულებს შვება სასწაულებს
ისიდორე
08 სექტემბერი 2021 17:17
0
სომეხია ქართველი არ არის
Tazo
08 სექტემბერი 2021 22:22
9
ყოფილ საბჭოეთში მთავარია წარმატებული ამორალური იყო და გრიალებ
oe
08 სექტემბერი 2021 18:30
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული