ამერიკული ფეხბურთის მიმდინარეობისას, "ჰარდ როქის" მოედნის მეორე იარუსზე სარეკლამო ბანერზე მცოცავმა კატამ თავი ვეღარ შეიკავა და პირველ იარუსზე გადმოვარდა.
ამ ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა, საბოლოოდ, ის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ამერიკის დროშით დაიჭირა, შემდეგ კი ჰაერშიც აიტაცა.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კატა ამ შეხვედრის მთავარი მომენტი გახდა.