ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ხმლით ფარიკაობასა და დაშნაში

AutoSharing Option
19 ნოემბერს, პიზა-2021წლის მსოფლიო თასის გათამაშების ფინალში, ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ირმა ხეცურიანმა იტალიელი პარამოფარიკავე როსანა ასკურინთან ანგარიშით 15:14 დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება A კატეგორიას - გვანცა ზადიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილმა კი - ბრინჯაო.

19 ნოემბერს, ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე დაშნაში იასპარეზა.

აღსანიშნავია,რომ ამ დისციპლინაში პირველად გამოვიდნენ ჩვენი პარამოფარიკავეები. ნინა თიბილაშვილმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით,4 მოგებით გადალახა.
ოლიმპიური პრიზიორი, უნგრელი პარამოფარიკავე ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა,სადაც ბრძოლა ბრიტანელ ჯემა კოლინსთან დათმო,მესამე
ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

წყარო: Parasport Development Centre of Tbilisi

altნინა თიბილაშვილი ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

altირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ და ქედს ვიხრი მათი ვაჟკაცობის წინაშე. თქვენ ჩვენი დროის გმირები ხართ.
ჟორა გაბრიჭიძე
19:29 20-11-2021
0

სიახლეები პოპულარული