ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში

"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლისპრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი.

- აკოფჩიკ, ჩემო ძვირფასო, წამოდი, შენი მომავალი რეკორდსმენი უნდა გაჩვენო, მეოთხეკლასელი ბიჭია, - უთხრა სკოლის დირექტორმა ტაისია პეტროვნამ ადგილობრივ მწვრთნელ აკოფ კერსელიანს.

მწვრთნელს, რომელსაც თავისუფალი გაკვეთილი ჰქონდა, გაუკვირდა, - მე ჯერ პატარებთან არ ვმუშაობ, რად მინდა, რომ მაჩვენოო, თუმცა ჯიუტმა დირექტორმა თავისი არ დაიშალა და აკოფი მაინც წაიყვანა.

როცა კერსელიანს ბიჭი წარუდგინეს, აზრი, რომ ტყუილად მოაცდინეს, უფრო გაუმყარდა - მის წინაშე იდგა პატარა ბიჭუნა, მხიარული მზერით, გამხდარი და არაფრით განსხვავებული...

- მიდი, აბა, ერთი გადახტი, - უთხრა მწვრთნელმა ბიჭუნას, ბარემ იქ იყო და ყოველი შემთხვევისთვის შემოწმება გადაწყვიტა.

ბიჭუნამ დაიწყო სირბილი, საკმაოდ მსუბუქად, ჰაეროვნად აჩქარდა და ბოლოს, ასეთივე სიმსუბუქით გადახტა. აკოფმა საზომი აიღო, გაზომა და მისთვის მოულოდნელად, 4 მეტრი და 40 სანტიმეტრი დააფიქსირა... გაკვირვებულმა კერსელიანმა ვიქტორს უკვე ინტერესით გახედა:

- ვიწიოკ, მძლეოსნობა, იცი, რა არის?

- და რა უნდა გავაკეთო?

- ირბინო.

- და არ ვიხტუნავებთ?

- აუცილებლად!

- მე ძალიან მიყვარს ხტუნვა.

- ჰოდა, იხტუნავებ კიდეც. ხომ იცი, ძალიან სწრაფად უნდა ირბინო, შორს რომ გადახტე?

- ვირბენ, არ არის პრობლემა.

ამ შეხვედრას თვითონ ვიქტორ სანეევი ასე იხსენებდა წლების შემდეგ:

"ერთ მშვენიერ დღეს სოხუმის მე-8 საშუალო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთს კალათბურთის მოედანზე ვთამაშობდით. კარად ფარის ძელებს ვიყენებდით. ერთ მომენტში დავარდნილ მეტოქეს გადავახტი და წამში სკოლის დირექტორის, ტაისია მალიგინას ხმა მომესმა, თავისთან მიხმობდა. მის გვერდით ტანხმელი კაცი იდგა. ქალბატონმა ტაისიამ იმ მამაკაცს ჩემზე მიუთითა და უთხრა: გაიცანით, აკოფ სამველიჩ, ეს ვიქტორ სანეევია, ჩვენი ჩემპიონიო... ასე გავიცანი აკოფ კერსელიანი. მან თავის ჯგუფში მიმიწვია და ჩემი სპორტული კარიერაც დაიწყო..."

1968 წლის მექსიკის ოლიმპიადაზე ვიქტორ სანეევს ზუსტად ის ბავშვური სილაღე და ოპტიმიზმი სჭირდებოდა, როგორითაც კერსელიანს პირველად შეხვდა. 22 წლის ვიქტორი თავის პირველ ოლიმპიადაზე იღებდა მონაწილეობას. ჯოჯოხეთური ვარჯიშების შემდეგ, როცა უფრო მეტ საათს სავარჯიშო კომპლექსებში ატარებდა, ვიდრე ძილში, სანეევი ყველანაირი გამოწვევისთვის მზად იყო, თუმცა არ წარმოედგინა, ფინალურ ეტაპზე როგორი ომის გამოვლა მოუწევდა. დღემდე იმ ფინალს სასწაულს უწოდებენ.

ჯერ იყო და, იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ შედეგი 17 მეტრზე მეტი დააფიქსირა და ახალი რეკორდი დაამყარა. არცერთ საბჭოელ სპორტსმენს მანამდე ასეთი შედეგი არ უჩვენებია. შემდეგ სანეევმა თავის პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა 17 მეტრი და 23 სანტიმეტრი მიუთვალეს. კერსელიანმა გულში ლოცვა დაიწყო - "ოღონდ ახლა დასრულდეს თამაშები“. ის ოცნებობდა ომზე, ქარბორბალაზე, წყალდიდობაზე, მეწყერზე, ნებისმიერ რამეზე, ოღონდაც შეჯიბრება დასრულებულიყო და მისი მოსწავლისთვის რეკორდი არავის წაერთმია. ამასობაში ბრაზილიელი სპორტსმენი თავდაჯერებულად დადგა სასტარტო წერტილზე, გამოიქცა, შეასრულა ბრწყინვალე ნახტომი და შედეგში 17 მეტრი და 27 სანტიმეტრი დააფიქსირა. ეს კი ახალი მსოფლიო რეკორდი გახდა. სანეევს უკანასკნელი შანსი რჩებოდა.

ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ შეჯიბრება იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ერთი ცდა მაინც იყო დარჩენილი. ვიქტორი მთელი ძალებით ცდილობდა, უკანასკნელ შანსს კბილებით ჩასჭიდებოდა. გარბენის შემდეგ სანეევმა პირველი ნახტომი გააკეთა, შემდეგ დაეშვა მიწაზე, საბოლოოდ ახტა და ქვიშის აუზში დაეცა. პირველი, რაც გააკეთა, ტრიბუნისკენ გაიხედა, სადაც დაინახა, რომ კერსელიანი ტიროდა. დატანჯული სომეხის მდგომარეობამ სანეევი კიდევ უფრო შეაშინა, თუმცა უკვე რამდენიმე წამში მიხვდა, რაც ხდებოდა. მისი შედეგი 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრს გაუტოლდა. ბოლო შანსთან ერთად, ვიქტორმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და ოქროსაც დაეუფლა.

"ბოლო ცდა მქონდა. პრუდენსიოს რეკორდი 17.27 იყო. ძალიან ბევრია, ძალიან, მაგრამ მესმოდა, რომ მე უკეთესი შედეგი მჭირდებოდა. სტადიონი ღრიალებდა, შინაგანად ჩემში კი აბსოლუტური სიჩუმე გამეფებულიყო. თავში მხოლოდ ეს ჩამესმოდა: "ფეხები, როგორც სიმები, არ დაუშვა მათი მოკეცვა".

ნახტომის შემდეგ ყველა მომვარდა, მილოცავდნენ, მხარზე ხელს მირტყამდნენ. ვიცოდი, რომ გავიმარჯვე, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე", - იხსენებდა მოგვიანებით სანეევი.

ჩამოსვლისას სამშობლოში "გაი"-ს უფროსმა ოლიმპიადის გამარჯვებულს საჩუქარი დაახვედრა. მის "ვოლგას" ამშვენებდა ნომერი სერიით "17-39“.

ბავშვობაში სანეევს ფეხბურთი უყვარდა. ის პერიოდია, როცა მომავალი "ოქროს თაობის" ბიჭები ჯერ ნორჩები იყვნენ. ფეხბურთის თამაში მშობლიურ სოხუმში კარგად გამოსდიოდა. 5 წლიდან ჩაწერილი იყო სექციაში და ვარჯიშის მერეც მეგობრებთან თავს ირთობდა. ვიქტორის გუნდი მალევე გახდა გაგრის რაიონში პირველი, ხოლო თვითონ ამ პირველობის მთავარი გასაღები იყო.

სანეევს შეეძლო გამხდარიყო არა დიდებული ათლეტი ან ფეხბურთელი, არამედ კალათბურთელიც კი. ის 1962 წელს აფხაზეთის მთავარ გუნდშიც კი მიიწვიეს. მწვრთნელებს განსაკუთრებით მისი ნახტომი მოსწონდათ და მასში პოტენციალს ხედავდნენ, თუმცა აკოფ კერსელიანმა მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და იმ გზაზე დააყენა სპორტსმენი, რომელმაც ცოცხალ ლეგენდად აქცია. უნდა ითქვას, რომ მას გაუმართლა.

გაუმართლა ასევე 1972 წლის ოლიმპიადაზე, თანაც ორმაგად. 1972 წლის 5 ნოემბერს ვიქტორს არ ეძინა. 6 საათი იქნებოდა. უცნაური იყო. წინა დღით თავის მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო და წესით, ბედნიერს ხანგრძლივად უნდა დაეძინა, თუმცა ოლიმპიური სოფლის საწოლში აქეთ-იქით ტრიალებდა, თავი უსკდებოდა, ვერ გაეგო, რა სჭირდა. დილის 7 საათზე სანეევმა ზღვის ტალღის ფერი საბჭოთა კავშირის სავარჯიშო ფორმა ჩაიცვა და სასეირნოდ გავიდა. თითქმის დაცარიელებული იყო სოფელი. სეირნობის დროს უკნიდან უცნობი მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით მიეპარა და უთხრა: There are terrorists, - უთხრა მან. "სად?“ - ჰკითხა სანეევმა და 31-ე კორპუსს გახედა. ერთ-ერთი აივნიდან მას კალაშნიკოვით შეიარაღებული კაცი უცქერდა, სახეს ნიღაბი უფარავდა. სანეევმა უკან დაიხია.

იმ დღესაც მას გაუმართლა. "ალბათ, სურვილის შემთხვევაში მომკლავდა კიდეც", - იხსენებდა წლების შემდეგ.

5 სექტემბერს, დილის 4 საათზე, პალესტინის "შავი სექტემბრის“ "ბოევიკებმა" ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წევრი მძევლად აიყვანეს. ორ სპორტსმენს კორპუსის აღების დროს ესროლეს, დანარჩენები ღამით დაიღუპნენ, როცა მიუნხენის სამხედრო აეროპორტიდან ტერორისტებმა ეგვიპტეში გაფრენა სცადეს. ნაწილი სროლას შეეწირა, ნაწილი - ყუმბარებს.

იმ დილას სანეევის კარიერა შესაძლოა დასრულებულიყო, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი სპორტსმენების, მაგრამ ვიქტორს გაუმართლა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მისი წარმატების ფუნდამენტი არაადამიანური შრომისუნარიანობა და დისციპლინა იყო.

"მგონია, რომ ორი ადამიანის ნაცვლად ვარჯიშობდა. ერთხელ დავითვალეთ და ცალი ფეხით ხტუნვაში დაახლოებით, ჯამში, 700 კილომეტრი აქვს გარბენილი. წარმოიდგინეთ, ეს მანძილი არის მოსკოვიდან ლენინგრადამდე. ხოლო სპრინტის მანძილი დაახლოებით მოსკოვი-თბილისის გზა არის - 2 000 კილომეტრი. ამ ადამიანს დასვენება უნდა აიძულოთ. სხვანაირად არ გაჩერდება. მე თვითონაც ფანატური დამოკიდებულება მაქვს ვარჯიშისადმი, მაგრამ დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე ვისვენებდი. ვიქტორი - ამ ყველაფერს არ აღიარებდა“, - იხსენებს ვიტოლდ კრეერი.

ადამიანი, შესაძლოა, 3 ოქროს მედალს იგებდეს და ერთადერთი იყოს სპორტის ისტორიაში, რომელიც კონკრეტულ დისციპლინაში 3-ჯერ დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს; არ არსებობდეს მისთვის დაბრკოლება, რასაც ვერ გადალახავდა, მაგრამ პოლიტიკა ერთადერთი ძალაა, რომელიც თუ წინ გადაგიდგება, ვეღარაფერს დაუპირისპირებ. სწორედ ასე დაემართა ვიქტორსაც.

მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩირაღდანი მას უნდა აენთო. წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ მიაქვს ჩირაღდანი და "ლუჟნიკების“ გადაჭედილი სტადიონი ტაშს უკრავს. ასეც იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა.

"მოსკოვის კომპარტიის ხელმძღვანელმა გრიშინმა მოითხოვა, რომ სადღესასწაულო მისია რუს ბიჭს შეესრულებინა და არა სოხუმის მკვიდრს. ამის შესახებ შედარებით გვიან გავიგე“, - მოუყვა სანეევი GQ-ს ჟურნალისტს. საბოლოოდ ცეცხლის ანთების პატივი კალათბურთელ სერგეი ბელოვს ერგო.

მოსკოვის ოლიმპიადა ცოცხალი ლეგენდისთვის ბოლო ჩემპიონატი იყო. ტრავმებმა იმდენად გააწვალა, რომ შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე, ფაქტობრივად, იშლებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც ღირსეულად წარმოაჩინა თავი და ვერცხლის მედალს დაეუფლა. სხვათა შორის, ოქროსმედალოსანი სხვა საბჭოელი, ესტონელი იაკ უუდმიაე გახდა.

"რაც მქონდა დარჩენილი, იმ ნახტომში დავხარჯე. ჩავერჭე ქვიშაში და ვგრძნობ, რომ ადგომა აღარ შემიძლია. უბრალოდ, ვეღარ ვდგები. "ვიქტორ, ადექი!“ - ვუბრძანე ჩემს თავს - "ხომ არ იხოხავ ახლა ოთხზე“. ავდექი, როგორც იქნა, სკამამდე კოჭლობით მივხოხდი. მერე რა ხდებოდა, ცუდად მახსოვს", - წერს ვიქტორი თავის მოგონებებში.

მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ სანეევი სამშობლოში დაბრუნდა და მიხვდა, რომ არასტაბილური სიტუაციის გამო აქ დარჩენა აღარ ღირდა. თანაც, 90-იანების დასაწყისში ავსტრალიიდან მოულოდნელი შეთავაზება მიიღო - სამუშაოს სთავაზობდნენ.

"90-იანებში საქმე ასარჩევად არ იყო. მოვიდა შეტყობინება და მეუღლესთან და 15 წლის ვაჟთან ერთად წავედი. იქაური ცხოვრება მომხიბვლელი იყო. ხელფასი ჩვენი დროისთვის მეფური - 900 დოლარი", - იხსენებს ვიქტორი.

თუმცა კონტრაქტის ამოწურვას სირთულეები მოჰყვა. ვიდრე ახალ სამსახურს იპოვიდა, რა აღარ სცადა. ერთი პერიოდი პიცის დამტარებლადაც კი იმუშავა.

"ერთხელ იმდენად გამიჭირდა, რომ გაზეთში ოლიმპიური ოქროს გაყიდვის განცხადება დავწერე. ყველაზე მეტი, რაც შემომთავაზეს, 5 000 დოლარი იყო. მაგრამ დროულად მივხვდი და გადავიფიქრე. მალე კი სპორტის ინსტიტუტში მუშაობა დავიწყე", - ჰყვება სპორტსმენი.

ფრაგმენტი სანეევის ინტერვიუდან:

"ვინ მაკლია ყველაზე მეტად? დედა! ხშირად ვიხსენებ, როგორ ვერ ეგუებოდა დედაჩემი ერთადერთი ვაჟის შორეულ მგზავრობებს... მახსენდება, როგორ ზრუნავდა, რომ შინ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ინსტიტუტიდან თუ სტადიონიდან დაბრუნებულს, ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ კარგად დამესვენა... როგორ მიწესრიგებდა სპორტულ ფორმას - დედა ყოველდღე რეცხავდა და მიუთოებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც იყო საჭირო... მას სურდა სტადიონზე მისი შვილი არა მარტო ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე მოვლილი, ყველაზე სუფთა და ყველაზე ლამაზი ყოფილიყო! რა ენერგიას ხარჯავდა გემრიელი წვენების, ნახარშების, კომპოტების, მურაბების მომზადებაში! ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იტანჯებოდა ჩემთან ერთად, როცა ტრავმას ვიშუშებდი. მახსენდება მისი ბალახები, ნაყენები, სველი საფენები, კომპრესები... საათზე დახედვა არ მჭირდებოდა: დედას არასდროს ავიწყდებოდა ჩემთვის სახვევის გამოცვლა, წამლის დალევა, მასაჟის გაკეთების შეხსენება... ერთ მშვენიერ დღეს დედა წავიდა. სამუდამოდ..."

ავსტრალიაში ცხოვრებისას სანეევი ხშირად უყურებდა თავის ძველ გამოსვლებს, განსაკუთრებით კი, სავსე "ლუჟნიკების“ ფონზე მის უკანასკნელ ნახტომს. და შემდეგ თითქმის შემთხვევით წააწყდა იაკ უუდმიაეს ნახტომის კინოგრამას.

რაც ვიქტორმა ნახა, შოკში ჩააგდო, თვალს ვერ უჯერებდა. აღმოჩნდა, რომ ესტონელი წესის დარღვევით გამოვიდა, თუმცა რატომღაც მსაჯებმა თვალი დახუჭეს. მეოთხე ოლიმპიური ოქრო ნამდვილად მისი უნდა იყოს, მაგრამ ახლა სადღაც ბალტიისპირეთშია...

"უკვე მაშინ მთელი ქვეყანა პოლიტიკით სუნთქავდა. ბალტიის ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. შეიძლება ამან ითამაშა თავის როლი", - იხსენებს ვიქტორი.

კითხვაზე, - გენატრებათ სამშობლო? - სანეევი პასუხობს:

"რა თქმა უნდა... ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი, სადაც ჩემი ახლობლები დარჩნენ. მენატრება დიღმის მასივში, მე-14 სართულზე მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები, რომლებიც ნათესავებივით მყავდნენ. დამღლელი, მრავალსაათიანი ვარჯიშები; თეთრი "ვოლგა“ "გაზ - 21“, რომელიც პირველი სერიოზული გამარჯვების შემდეგ ვიყიდე...

იცით, სპორტული კარიერის განმავლობაში თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ "კენგურუს აფხაზეთიდან" ან "კენგურუს საქართველოდან". კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ".

ბოლო დროს სამჯერ გადაიტანა მენჯ-ბარძაყ-სახსარზე ოპერაცია.

"ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ აქამდე რომ ცოცხალი ვარ, ამას სასწაულის გარდა, ვერაფერს ვუწოდებ... ვნანობ თუ არა რამეს? - არა! დაუფიქრებლად გავივლიდი იმავე გზას. ამბობენ, სანეევი სპორტში "გაუმაძღარი" იყოო. პრინციპში, ეს სიმართლეა: არ ვოცნებობდი მანქანებზე, არც ბინაზე და არც სხვა რამეზე - ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ სპორტული შედეგი იყო - მეტრები და სანტიმეტრები!" - ამბობს ვიქტორი.

და მაინც, გასააზრებლადაც რთულია - ოლიმპიური ოქროს 3 მედალი და 1 ვერცხლის. ასეთი დონის სპორტსმენები საზღვარგარეთ ღმერთამდე ჰყავთ აყვანილი. ჩვენთან კი...

ვიქტორ სანეევი

დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში

სამხტომელი

ტიტულები: XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1968 (მეხიკო, მექსიკა; 17.39 მეტრი), 1972 (მიუნხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 17.35მ), 1976 (მონრეალი, კანადა; 17.29მ); XXII ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი - 1980 (მოსკოვი, საბჭოთა კავშირი; 17.24მ);

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული - 1969 (ათენი, საბერძნეთი), 1974 (რომი, იტალია); ევროპის ჭერქვეშა ჩემპიონატის გამარჯვებული - 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977;

ევროპის თასის მფლობელი - 1970, 1973, 1974, 1975;

სსრკ ჩემპიონი - 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971, 1975; მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი - 1971;

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - 1968, 1972, 1976 (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი); საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1968); საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი: 17.23 მეტრი (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა); 17.39 (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა); 17.44 (17 ოქტომბერი, 1972; სოხუმი, საქართველოს სსრ)

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი.

ავტორი: ანრი კურტანიძე

• Mexsiereba.

ტიტანი. რამხელა ბედნიერება და სიამაყეა რომ საქართველოს ყავდა ასეთი ოლიმპიელი. არ ვიცი რა... ძალიან მაგარი ადამიანი იყო. თან სუფთა ჯიგარი. კიდე კაი მოგონებების დაწერა მოასწრო(!) მაგაშიც დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინა და თავის დროზე მოასწრო. თან როგორი, ისიც ოქროსი. მისი ეს ნაშრომიც (მოგონებები) ფასდაუდებელია, სპორტული თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით ბაჯაღლო ოქროსი(!) უდიდესი მასწავლებელი და მოტივატორი. მისი მოგონებები უნდა იყოს საზეპიროდ! ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელისთვის რომ დიდი სპორტსმენი ან საერთოდ დიდი პიროვნება გაზარდო. მისთვის სიცოცხლეშივე ძეგლი უნდა დაედგათ, შედეგებითაც დიდი ხანია დაიმსახურა და პიროვნულადაც - ზუსტად ასეთი ადამიანების ძეგლია საჭირო. მისი სახელობის ქუჩაც როგორც მინიმუმ. მადლობა ვიქტორ!!!

• შალვა 73

მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის ბატონო ვიქტორ, მადლობა ადამიანობისთვის და ბოდიში არაადამიანური გულგრილობისთვის!!! მადლიერია თქვენი სამშობლოს, საქართველოს ყველა ღირსეული შვილი. ნათელში ამყოფოს თქვენი სული უფალმა.

• ჩორნა

იმედია ხშირად გავიხსენებთ ლეგენდებს, მე პირადად არ ვიცოდი ესეთი ლეგენდა თუ გვყავდა დიდი მადლობა ავტორს,ძალიან კარგი და დადებითი სტატია იყო.. მეცოდება ის ადამიანები ვინც სხვისი ტელეფონიდან სმს წაკითხვას ცდილობენ აი ამაზე კი იტყვიან ვის აინტერესებსო..

• G.LA

კაცი ლეგენდა! ჩვენც გვიყვარხართ ბატონო ვიქტორ. ცრემლები მომადგა. ახლა უფრო მეტად ვხვდები რა უბედურებაა ამ ნანგრევებში მოყოლა რასაც სსრკ-ს ნგრევა ქვია. ასეთი ბუმბერაზი ადამიანი სამშობლოს სიყვარულის გარეშე დარჩა. ოქროს ასოებით ჩაეწერა 3 ოლიმპიური ოქრო და 1 ვერცხლი. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ!

• შალვა 73

ადამიანი ლეგენდა. ქედს ვიხრი ამ ადამიანის წინაშე!!! მადლობა ბატონო ვიქტორ ყველაფრისთვის!!

• romandro

მართლაც დასაფასებელი ადამიანი...

• Zaza

ეგ კია ლეგენდა მარა ვინ უფასებს ვის აინტერესებს აი ისა და მიშა თუ ჭამს ნეტა ხოა ჯანზე აპა რა დროს სანეევია.დდ

• zura

მაგარი კაცი !!! ცრემლები მომადგა !!! უყვარხართ საქართველოს... თქვენი დავიწყება უბრალოდ სირცხვილია!!!

• ნოდიკო

კაცი საოცრება....

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა

"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს

U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!

ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება

ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა