"ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას არც მსხვერპლი მოჰყოლია, არავინ გაუძარცვავს, 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ"

AutoSharing Option
პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად, სახელმწიფო, სელექციურობით ხასიათდება. როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა „პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ კი, 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, „აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“.

„ზვიადაურის გამოშვება მინდა წამოვწიო. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია - შურისძიებით მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით, საოცარი შემთხვევა,
ეს ადამიანი გირაოს ფასად გათავისუფლდა. ლევან ზურაბიშვილის დედას უნდა შევხვდე ახლა. ხომ გახსოვთ, ბანკში რომ შევარდა, აზარტული თამაშებით რომ არის დაზარალებული. შევადაროთ - მსხვერპლი არ დამდგარა, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არავინ არ გაუძარცვავს, უბრალოდ, განცხადებები გააკეთა და თვითონ ჩაბარდა. ამ ადამიანს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მეორე ხელით, მეორე მოსამართლე ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. რას ნიშნავს ეს? ჩვენი სასამართლო, ჩვენი სახელმწიფო არ არის ყველასთვის, სელექციურად არის. აქეთ გყავს პრივილეგირებული ბრალდებული, მას უშვებ, ფული გადაიხადა, ჩააწყო, დავალებულია „ოცნება“ მისგან თუ ა.შ. არის გამოშვებული. ლევან ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გარემოებებში, მაგრამ უპატრონოა, ის ზის 9 წელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

interpressnews

altზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


მკითხველის კომენტარები / 12 /
არაფერი საწინამდეგო.უბრალოთ არ რცხვენია.თვითონ ზვიადაურს?
შე კაი კაცო შეიძლება ამხელა სიყვარულის ესე გაქიაქება.
ან რომელი განგსტერი შენ მყავხარ.ანაც პარლამენტარი:)))))
ხუმრობა იქითკენ იყოს და ადამიანმა განზრახ მოკლა თუ
შემოაკვდა ადამიანი.და რატომ გამოუშვით? კი არა ახალგაზრდა ტაობა მოდის და იმათ დასანახათ უნდა დაისაჯოს და აგოს პასუხი.ყველამ იცოდეს რომ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს!აწი ეგ მედალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს.არც მაგის ოლიმპიური წოდება.ერთი ავარდნილი თავში მკვლელი ხარ შენ!!!
სიმართლე!!
14:34 30-11-2021
17
აი, ამიტომ უნდა იჯდეს ეს კაცი პარლამენტში, რომ ქუჩაში დგომის დრო აღარ ჰქონდეს. თან ყველას ერეოდა მთელ პარლამენტში, და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩხუბთან ერთად ბატონი ზურაბის კანონშემოქმედებითმა საქმიანობამაც დიდად ახეირა ჩვენი ქვეყანა.
ვალოდია
16:39 30-11-2021
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული