ორგანიზატორი: საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია.
ასაკობრივი კატეგორია 6-14 წელი.
პრიზიორები გამოვლინდნენ სოლოში, დუეტებში, ტრიოსა და ჯგუფებში.
ღონისძიება გაიხსნა სტეპ-აერობიკის საჩვენებელი ნომრით "მე და დედა". ეს არის ინოვაცია სპორტულ აერობიკაში, როდესაც დედა-შვილი დუეტში გამოდის.
სპორტული აერობიკა შედის ტანვარჯიშის იმ 5 სახეობას შორის, როგორებიცაა სპორტული, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა და ბატუტზე ხტომა.
აერობიკის ყველაზე ცნობილი მიმდევარე ამერიკელი კინოვარსკვლავი ჯეინ ფონდაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოში ამ სახეობის პოპულარიზაციაში.
საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია