"მე და დედა" - სპორტულ აერობიკაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

AutoSharing Option
12 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აერობიკაში.

ორგანიზატორი: საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია.

ასაკობრივი კატეგორია 6-14 წელი.

Sportall.Ge

პრიზიორები გამოვლინდნენ სოლოში, დუეტებში, ტრიოსა და ჯგუფებში.
ღონისძიება გაიხსნა სტეპ-აერობიკის საჩვენებელი ნომრით "მე და დედა". ეს არის ინოვაცია სპორტულ აერობიკაში, როდესაც დედა-შვილი დუეტში გამოდის.

სპორტული აერობიკა შედის ტანვარჯიშის იმ 5 სახეობას შორის, როგორებიცაა სპორტული, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა და ბატუტზე ხტომა.

აერობიკის ყველაზე ცნობილი მიმდევარე ამერიკელი კინოვარსკვლავი ჯეინ ფონდაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოში ამ სახეობის პოპულარიზაციაში.

Sportall.Ge

ღონისძიება ჩატარდა კოვიდ-რეგულაციების დაცვით. ადგილზე იმყოფებოდა ლაბორატორია, რომელიც დამსწრეებს სწრაფ ტესტებს უტარებდა, ხოლო დარბაზს არ ესწრებოდა მაყურებელი. გულშემატკივრები ჩემპიონატს ლაივ-ჩართვებით ადევნებდნენ თვალს.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია

altსაქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აერობიკაში 2021




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული