12 დეკემბერს გრანდფინალით დასრულდა "საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2021" ნარდში, რომელიც სეზონის შედეგების მიხედვით, 16 საუკეთესო ნარდის ოსტატს შორის გაიმართა. საქართველოს 2021 წლის ჩემპიონის ტიტული იოსებ მენაბდიშვილმა მოიპოვა!
საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
I ადგილი - იოსებ მენაბდიშვილი
II ადგილი - ლევან ქარელი
III ადგილი - რევაზ ცხოვრებაშვილი
IV ადგილი - ალეკო მანაშვილი
V ადგილი - მარინა პირველი
გამოვლინდა საქართველოს ჩემპიონი გრძელ ნარდშიც. 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ედუარდ ნაზარიანი გახდა, რომელმაც ფინალში კარენ გეზბეგურიანს ანგარიშით 7:6 სძლია. მე-3/4 ადგილები გიორგი გოგოლაძემ და გოჩა
გამრეკელაშვილმა გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2022 ნარდში, ტრადიციულად, 29 იანვარს 1 ტურით გაიხსნება.
ლიგებში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2021-ის" პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "ციტრუსი".