ტალახაძე და ბექაური ერთდროულად დააჯილდოეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის რჩეულები გამოავლინა.

წლის სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძესა და ლაშა ბექაურს მიენიჭათ.

ძალოსანმა ტალახაძემ (+109 კგ) მიმდინარე წელს როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ლაშამ საკუთარი რეკორდი ჯერ ტოკიოში გააუმჯობესა, ცოტა ხნის წინ კი ტაშკენტში გამართულ პლანეტის პირველობაზე ის კიდევ უფრო გაზარდა როგორც ცალ-ცალკე კომპონენტებში, ასევე ორჭიდის (492 კგ) ჯამში.

ძიუდოისტი ბექაური (-90 კგ) ოლიმპიადას ტრავმირებული შეხვდა - ამის მიუხედავად, ოქროს მედალი დამაჯერებლად მოიპოვა. ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

წლის საუკეთესო მწვრთნელი ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცი
ლაშა გუჯეჯიანი გახდა. ჩვენს ძიუდოისტებს გამორჩეული შედეგი ჰქონდათ - ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის გამარჯვების გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (73) და გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.

დანარჩენი ნომინაციები:

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე;

"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი;

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე;

"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი;

"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში;

"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე;

"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე;

"2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია" - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია;

"2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.

"საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია;
ზურაბ კახაბრიშვილი. "სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი";

"ოლიმპიური მოძრაობის მედიის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი";

"ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე;

"ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე;

"ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე

დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ 2021 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები - ნონა გაფრინდაშვილი, არჩილ გოგელია, ჯემალ ძაგანია, ომარ გოგიაშვილი, გურამ საღარაძე, ნოდარ ხოხაშვილი და ედიშერ მაჩაიძე.

altტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]

altლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძიუდოს ფედერაციამ, არნახული შედეგი დადო, როგორც მსოფლიოზე, ისე რაც მთავარია ოლიმპიადაზე. აწყობილი სისტემა აქვთ, ბავშვებიდან-უფროსების ჩათვლით!
აი, რომელია საუკეთესო ფედერაცია!
იაკობი.
00:18 26-12-2021
2
დააჯილოვეს და არა დააჯილდოეს. შეცვალეთ სათაური.
დიტო
09:18 25-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული