დღეს, 28 იანვარს, სინგაპურში საბრძოლო ხელოვნებების ორგანიზაცია ONE-ში გაიმართა ნახევარფინალი კიკბოქსინგში, სადაც ერთმანეთს დავით ქირია და სიტიჩაი დაუპირისპირდნენ.
სამივე რაუნდი სიტიჩაის უპირატესობით წარიმართა, ქართველი ძირითადად დაცვაში იდგა და კონტრილეთით ცდილობდა მეტოქისთვის ზიანის მიყენებას.
ამრიგად, ჩვენებურმა One Championship-ის გრანპრიზე ასპარეზობა დაასრულა.