ყვითელაშვილი წარმატებით გამოვიდა და ფინალში იასპარეზებს [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ფიგურულად მოციგურავე მორის ყვითელაშვილი კაცების მოკლე პროგრამაში წარმატებით გამოვიდა - 97.98 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ამით ყვითელაშვილი 24 ფინალისტს შორის მოხვდა და მონაწილეობას თავისუფალ პროგრამაში მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენს ევროპელ მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
შეგახსენებთ, ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველომ მე-6 ადგილი დაიკავა.
ისევე როგორც გუნდურში, ძალიან კარგი შედეგია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედლის რეალური შანსი შეიძლება დიდი ხანი არ გვქონდეს კიდევ. იმედია თავისუფალ პროგრამაშიც კარგად გამოვა.