უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერად "ლუჟნიკებში" 200 ათასი ადამიანი მივიდა

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე - "ნაციზმის გარეშე მშვიდობისათვის! პრეზიდენტისათვის", რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის, 200 ათასი ადამიანი მივიდა.

ამდენი ადამიანი 2018 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზეც კი არ ყოფილა - 100 ათასი არენაზე და 100 ათასი მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სტადიონზე სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციამ ხალხი გენოციდისგან უნდა იხსნას, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დონბასელები არ შეურიგდნენ და რუსეთში ასეთი ერთობა დიდი
ხანია არ ჰქონიათ.

გასაკვირია, რომ პუტინის გამოსვლა ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხელისუფლება, რომ მიტინგებს იწყებს წასულია მისი საქმე.
ეეე
18 მარტი 2022 19:48
2

სიახლეები პოპულარული