შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს ანტიდოპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმ ცვლილებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებსაც ახალი ანტიდოპინგური საკანონმდებლო პაკეტი უნდა მოიცავდეს. შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო, საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსა და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან (WADA) ერთად, აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და ანტიდოპინგური კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
„ორმაგად სასიხარულოა დღეს თქვენი აქ ყოფნა. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა
სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ ჩვენ მიერ ხორციელდება ძირეული ცვლილებები სპორტის განვითარების კუთხით. მინდა გამოვყო 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც გაიმართა ანტიდოპინგურ კანონპროექტთან დაკავშირებული მოსმენა. ეს ამ პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) განყოფილების ხელმძღვანელი ემილიანო სიმონელი და უფროსი მენეჯერი ოლიმპია კარავასილი; ასევე - ნორვეგიის ანტიდოპინგური სააგენტოს (ADNO) წარმომადგენლები, მარტინ ჰოლმლუნდ ლაუესენი და ესტენ ალექსანდერ ედნა. ქართულ მხარეს, მინისტრის მოადგილესთან ერთად, წარმოადგენდნენ სამინისტროს მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ხელმძღვანელი პავლე კასრაძე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო