სხდომის დასაწყისში სეოკ-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს მოციგურავეების ისტორიული შედეგი მიულოცეს სეოკ-ის აღმასკომის წევრს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანს.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
კერძოდ, ქალების ჩართულობა მაღალი მიღწევების სპორტში, როგორც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის რაოდენობრივი ზრდისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ფაქტორი. ამ თემაზე პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
აღმასკომის წევრებმა აღნიშნეს, რომ მაღალი მიღწევების სპორტში ქალების ჩართულობის დონე არ
სეოკ-ის აღმასკომი მოუწოდებს ჭიდაობის, ფარიკაობის, მძლეოსნობის, სატანვარჯიშო და საწყლოსნო სახეობებისა და სხვა ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს, სპორტულ სტრუქტურებს, გაააქტიურონ საქმიანობა სპორტში ქალების მასობრივად ჩასაბმელად, უზრუნველყონ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში მათი რაოდენობის ზრდა, ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ დაოსტატებას. ეთხოვოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს, შეიმუშაონ და დანერგონ ქალთა სპორტში დაკავებული მწვრთნელების წახალისების სისტემა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (24-30 ივლისი, 2022 წ, სლოვაკეთი) მზადების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნულ ფესტივალზე ოლიმპიურ სოფელში ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელად დამტკიცდა სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებსა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ. სეოკ-ის ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებით აღნიშნული იქნა საქართველოს მოციგურავეების წარმატებული ასპარეზობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
აღმასრულებელ კომიტეტზე იმსჯელეს ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის 70 წლისთავის აღსანიშნავად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, დაამტკიცეს სეოკ-ის 2022 წლის ბიუჯეტი.
საქართველოში 2017-20 წლებში ოლიმპიური სოლიდარობის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტურობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.
რეკომენდაცია მიეცათ სპორტის ეროვნულ ფედერაციებს, სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიური სოლიდარობის იმ პროგრამებში, რომლებსაც სეოკ-ი ახორციელებს, კურსებსა და სემინარებზე მოავლინონ ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრები, ხელი შეუწყონ მათ კარიერულ წინსვლას.
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი