რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის კლუბები, ნაკრებები და საერთოდ, სპორტსმენები, ამჟამად საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან. უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში, ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებენ:
"რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტსმენების შეჯიბრებებში დაშვების შემთხვევაში, უკრაინელი სპორტსმენები მზად არიან დაბლოკონ და ბოიკოტი გამოუცხადონ ამ ტურნირებს".
მინისტრმა აგრეთვე მხარი არ დაუჭირა შეჯიბრებებზე რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების ნეიტრალური დროშით გამოსვლას.