მოქალაქეები თბილისში სტადიონის ბოქლომით ჩაკეტვას აპროტესტებენ [PHOTO]

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში თბილისში, "ნაძალადევის" მეტროსადგურის უკან მდებარე ტერიტორიაზე, სტადიონის ბოქლომით ჩაკეტვას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ სპორტულ ნაგებობაში შესვლას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წერს:

Sportall.Ge

"გამარჯობა. უკვე ერთი კვირაა, ნაძალადევის მეტროს უკან მდებარე სტადიონი ასეთ სიტუაციაშია - ჩაკეტილია და არ ხსნიან არც დილით, არც საღამოს. დღეს მივედით, გამოვარდნენ და თქვეს, რომ ეს ყველაფერი მთავრობამ გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ სიცრუეა, იმიტომ, რომ პირველი რესტავრაციის დროს, როცა მუშები მუშაობდნენ, კარების დაკეტვაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ქალბატონი
ყოველდღე კეტავს სტადიონს იმიტომ, რომ ხმაური აწუხებს."

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოსტები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება. Sportall.ge-ს მიზანია, ამ თემის აქტუალიზებით, შესაბამისმა ორგანოებმა იმოქმედონ და გავარკვიოთ, სტადიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება რას ემსახურება ან ვის მიერ განხორციელდა.

alt"წადი!.. წადი!..." - ავჭალის სტადიონის შესასვლელში დაძაბულობაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიღაც ბებოს ხმაური აწუხებს და ბავშვებმა რა ჰქნან? მოდი ბავშვებს სტადიონის კარი გავუღოთ და ბებოს ბინის გაყიდვაში და სადმე სოფელში სახლის ყიდვაში დავეხმაროთ სადაც წყნარად შეძლებს ცხოვრებას )
juve
13:16 04-08-2022
1
...რაც შეეხება იმ ქალბატონს ხმაური რომ აწუხებს-ტ..აური აკლია და ხმაურიც მაგიტომ აწუხებს)
გიუᲨა
13:59 04-08-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული